LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფილმები საახალწლო განწყობის შესაქმნელად

მართალია, ახალი წლის დადგომამდე ყველას უამრავი საქმეა გვაქვს მოსასწრები, მაგრამ არც სადღესასწაულო განწყობის შექმნაზე ღირს უარის თქმა. გთავაზობთ საახალწლო ფილმების ნაკრებს, რომლებიც ნამდვილი ზამთრის და მოახლოებული დღესასწაულების ატმოსფეროს შექმნიან.

“რეალური სიყვარული”

10804810-R3L8T8D-650-HughGrant

“სიყვარული ჩვენს გარშემოა. ის რეალურად ყველგანაა” – სწორედ ასე იწყება ფილმი, რომელიც ასჯერ რომ ნახოთ, მაინც არ მოგბეზრდებათ. საკუთარ მოახლეზე შეყვარებული მწერალი, ასაკოვანი როკ-ვარსკვლავი, მოწყენილი პრემიერ-მინისტრი, მარტოხელა მამა და პორნო-მსახიობები – ყველა იმ საოცრების მოწმე ხდება, რასაც სიყვარული ჰქვია. ვიღაცას შესაძლოა გადაჭარბებულად მოეჩვენოს, მაგრამ ახალი წლის ღამეს ხომ ყველა საოცრება რეალობად იქცევა.  

“მარტო სახლში”

10804910-R3L8T8D-650-09

უკვე 15 წელია კრის კოლამბუსის კომედია ახალი წლის დღესასწაულების ერთ-ერთ მთავარ სიმბოლოდ ითვლება. მხიარული ზღაპარი პატარა ბიჭუნაზე, რომელიც მარტო ებრძვის მტრულად განწყობილ რეალობას და მაინც არ კარგავს საოცრების რწმენას, ბავშვებთან ერთად უფროსების საყვარელი ფილმიცაა.   

“შვებულება გაცვლით”

10805010-R3L8T8D-650-011111111111111111111

რომანტიკული კომედია კიდევ ერთხელ ამტკიცებს, რომ ცვლილებებს მხოლოდ პოზიტივი მოაქვს ჩვენს ცხოვრებაში. ფილმი განსაკუთრებით აქტუალურია მათთვის, ვისაც არ ჰყოფნის სითამამე გადადგას გადამწყვეტი ნაბიჯი და დაუფიქრებლად გადაეშვას თავგადასავლებით სავსე მოგზაურობაში.  

“ბრიჯიტ ჯონსის დღიური”

10805110-R3L8T8D-650-1

ალბათ ცოტა თუ მოიძებნება, ვისაც დღესასწაულის დღეებში არ უყვარს საახალწლო ტკბილეულის მომარაგება, თბილ პლედში გახვევა და კარგი ფილმის ნახვა. “ბრიჯიტ ჯონსის დღიური” სწორედ ასეთი ფილმია, რომელიც თავისი იუმორითა და ვარსკვლავური მსახიობებით ნამდვილად არავის დატოვებს გულგრილს.

“ინტუიცია”

10805210-R3L8T8D-650-st_2799_22b

იუმორით სავსე, კეთილი და მშვიდი ფილმში მშვენიერ საახალწლო ატმოსფეროს ქმნის და ჩვენში რომანტიკულ ოცნებობს აღვიძებს. ალბათ ნებისმიერი ისურვებდა ზუსტად ისეთ სიყვარულს, როგორიც ფილმის მთავარ პერსონაჟებს აქვთ.

“საშობაო ისტორია”

10805310-R3L8T8D-650--

ჩარლზ დიკენსის კლასიკური ნაწარმოების ანიმაციური ვერსია, არაფრით ჩამოუვარდება თავის ლიტერატურულ პირველწყაროს. მისტერ სკრუჯის ისტორია კი, კიდევ ერთხელ გვარწმუნებს, რომ ყველაზე იმედგაცრუებულ და ცხოვრებაზე განაწყენებულ ადამიანსაც კი, შეუძლია შეიცვალოს და შეიყვაროს შობის ჯადოსნური დღესასწაული.  

“მეოჯახე”

10805510-R3L8T8D-650-371487

ერთი შეხედვით სასიამოვნო საშობაო ზღაპარის მთავარი თემა, სინამდვილეში ოჯახური ფასეულობები და ნამდვილი ბედნიერებაა, რომელიც ხშირად ჩვენს გვერდითაა, მაგრამ ყოველდღიური საქმეებით გართულები ვერც კი ვამჩნევთ.

“ნოელი”

2

ცოტა მელანქოლია, ცოტა დაღლილობა, ცოტა მოწყენილობა – ყველაფერი ეს შობის საღამოა ნიუ-იორკში. ერთი შეხედვით განსაკუთრებული არაფერია, მაგრამ დღესასწაულის ატმოსფერო მაინც ყველგან იგრძნობა. ფილმის გმირები გვარწმუნებენ – შეიძლება საოცრება ძალიან იშვიათად, წელიწადში მხოლოდ ერთხელ ხდება, მაგრამ ის მაინც არსებობს.

“ძველი ახალი წელი”

3

მშვენიერი ფილმი სიყვარულზე და ახალი წლის ღამეზე, რომელიც მთელ მსოფლიოში აერთიანებს ადამიანებს. რვა ერთმანეთში ჩახლართული ისტორია კიდევ ერთხელ გვახსენებს, რომ აუცილებელია სიყვარული და დაფასება, პატიება და დათმობა. განსაკუთრებით აღსანიშნავია მსახიობთა დასი და გემოვნებით შერჩეული მუსიკალური გაფორმება.

“ჩარლი და შოკოლადის ფაბრიკა”

4

ბრწყინვალე დეკორაციები და სპეცეფექტები, იუმორი და ფილოსოფია, მსახიობები და მათი პერსონაჟები – ფილმში ყველა წვრილმანი დეტალურადაა მოფიქრებული და სწორედ ეს ქმნის შოკოლადის ფაბრიკის ჯადოსნურ ატმოსფეროს და ჩვენს სადღესასწაულო განწყობას.  

“საღამოები ხუტორზე დიკანკასთან ახლოს”

10810160-R3L8T8D-650-maxresdefault

როგორც ჩანს, კლასიკად ქცეულ ფილმებს დრო ვერაფერს აკლებს. სწორედ ასეთია გოგოლის მოთხრობის “ღამე შობის წინ” ეკრანიზაცია, რომელიც თითქმის 50 წლის წინ გადაიღეს, თუმცა დღემდე რჩება უფროსი თაობის ერთ-ერთ საყვარელ ფილმად.  

“დაკარგული შობა”

6

არატრადიციული საშობაო ზღაპარი, სადაც საოცრება და ცხოვრებისეული ტრაგედია ერთმანეთშია გადახლართული. ფილმში ნაკლებად შეხვდებით ტიპიურ საშობაო დეკორაციებს და წითელლოყება სანტა-კლაუსებს, თუმცა, არის მასში რაღაც იდუმალი და სიღრმისეული.

“ჰარი პოტერი და ფილოსოფიური ქვა”

7

მართალია, ჰარი პოტერის და მისი მეგობრების ისტორია სულაც არაა შობაზე, მაგრამ დღესასწაულის წარმოდგენა ამ ფილმის გარეშე უბრალოდ შეუძლებელია, რადგან ალბათ ყველას გვიოცნებია ცოტა ხნით მაინც აღმოვჩენილიყავით ჰოგვარტსის ჯადოსნური სამყაროში, სადაც მანტიის მოსხმით გაუჩინარება შეიძლება, ჯოხის მოქნევით კი, ტკბილეულის გაჩენა.

” 200 სიგარეტი”

8

თუ “ტკბილი” მელოდრამები მოგბეზრდათ, მაგრამ გინდათ იგრძნოთ სადღესასწაულო ატმოსფერო, ეს ფილმი სწორედ თქვენთვისაა. აქ ეკრანული ბედნიერება, სიხარული და სიცოცხლით ტკბობა,  არაბანალური იუმორით, ცოცხალი ისტოროებით და მსუბუქი სიყვარულითაა ჩანაცვლებული.

“საშობაო საჩუქარი”

9

ცოტა მიამიტი, კეთილი და მხიარული, ნამდვილი სადღესასწაულო კომედია მზრუნველ მშობლებზე და მათ სურვილზე საუკეთესო საჩუქარი გაუკეთონ საკუთარ შვილებს. განსაკუთრებით საინტერესოა არნოლდ შვარცენეგერი, რომელიც ამჯერად არა კიბორგებს, არამედ ჩვეულებრივ მამებს იწვევს ბრძოლაში.

“გოგონები”

10

ძველი რუსული შავ-თეთრი ფილმი არაფრით ჩამოუვარდება თანამედროვე სანახაობრივ ფილმებს, რომელიც თავისი ოპტიმიზმით ყველაზე ნაღვლიან და სერიოზულ ადამიანსაც კი გააღიმებს.  

“ბედნიერ შობას გისურვებთ!”

11

ერთი შეხედვით საომარი მოქმდებები აბსოლუტურად არ შეეფერება შობის მხიარულ დღესასწაულს, რომელსაც ყოველთვის მშვიდობა და სიყვარული მოაქვს. თუმცა, საოცრება სანგრშიც შეიძლება მოხდეს, თუ ბრძოლის ველზე ერთი ადამიანი მაინცაა, ვისაც ჯერ არ დაუკარგავს სიკეთის და საოცრების რწმენა.

“საკარნავალო ღამე”

12

ელდარ რიაზანოვმა მართლაც საუკუნის შედევრი შექმნა, რადგან “საკარნავალო ღამე” სწორედ ის ფილმია, რომელიც თავისი სიმღერებით უკვე მრავალი წელია ჩვენს პოზიტიურ განწყობაზე ზრუნავს. ასე რომ უყურეთ ფილმს და “კარგი განწყობა არასოდეს აღარ დაგტოვებთ!”

“სანამ შენ გეძინა”

13

მიუხედავად მარტივი სიუჟეტისა, პერსონაჟებისა და დიალოგებისა, ფილმი მაინც ყოველთვის იზიდავს მაყურებელს. მართალია, ყველამ კარგად იცის როგორ დასრულდება კონკიასა და პრინცის მორიგი ისტორია, მაგრამ რომანტიკულიგანწყობის შექმნა, თანაც დღესასწაულის დღეებში ყველას მაინც ძალიან გვჭირდება.

“ქეითი და ლეო”

14

ფილმში კარგად ერწყმის ერთმანეთს მელოდრამის და კომედიის ელემენტები. ახალი წლის დღეებში კი, როცა ყველას ასე ძალიან გვჭირდება კარგი განწყობა, ზღაპარი სიყვარულზე, რომელიც ნებისმიერი ასაკის, ქვეყნისა და ეპოქის ადამიანებს იმორჩილებს, განსაკუთრებით სასიამოვნო სანახავია.  

“გრძნეული”

15

კეთილი ფილმი, რომელიც აუცილებლად ერთი ნახვით შეგიყვარდებათ. თავისი სიუჟეტით, მუსიკით და მსახიობთა თამაშით ”გრძნეული” გვიბრუნებს რწმენას, რომ მიუხედავად ყველაფრისა, საოცრება მაინც არსებობს.  

“უძინარნი სიეტლში”

16

თავისი მარტივი სიუჟეტით, მომხიბვლელი მთავარი პერსონაჟებით და კლასიკად ქცეული ციტატებით, მშვიდი და კეთილი მელოდრამა, აუცილებლად გაგილამაზებთ ახალი წლის საღამოს.

“ბედის ირონია, ანუ გაამოთ!”

17

საკულტოდ ქცეული ფილმი უკვე მრავალი წელია საახალწლო დღესასწაულების აუცილებელ ატრიბუტად ითვლება, ორი ერთმანეთისთვის უცნობი ადამიანის სასიყვარულო ისტორია კი, დღემდე ჩვენი მშობლების ყველაზე საყვარელ რომანტიკულ ზღაპრად რჩება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები