LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფერმერს გორში 128 ძირი ვაშლის ხე გაუჩეხეს

gachekhili-baghi

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ არაშენდაში, ფერმერს 128 ძირი ვაშლის ხე გაჩეხილი დახვდა. შემთხვევა რამდენიმე დღის წინ მოხდა.

ამასთან დაკავშირებით ინფორმაცია სოციალურ ქსელში საქართველოს ფერმერთა ასოციაციის თავმჯდომარე ნინო ზამბახიძემ სოციალურ ქსელში გაავრცელა.

ასეთი ვაშლის ხე ქონდა ერთ ფერმერს გორში, მივიდა და დახვდა 128 ხე გაჩეხილი, მგონია რო ამის გამკეთებელი არის ნაძირალა და მეტი არაფერი, ეს კაცი 4 წელი ელოდა მოსავალს და მსხმოიარობაში რომ შევიდა ხე გაუჩეხეს ამის გამკეთებელი მერე სადღეგრძელოს დალევს შვილების, ოჯახის და ქართველობის – წერს ნინო ზამბახიძე.

გუშინ ზამბახიძემ აღნიშნულ ინფორმაციასთან დაკავშირებით ახალი პოსტი გამოაქვეყნა, სადაც აღნიშნა, რომ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ფერმერს ბაღის სრულ აღდგენაში დაეხმარება.

კარგი ამბავი! საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო გორში, სოფელ არაშენდაში გაჩეხილი მსხმოიარე ვაშლის ბაღის პატრონს დახმარებას გაუწევს.
სამინისტრო აღნიშნული საკითხით მას შემდეგ დაინტერესდა, რაც 12 დეკემბერს, სოციალურ ქსელში განთავსდა ინფორმაცია, დაუდგენელი პირის მიერ ფერმერის გაჩეხილი ვაშლის ბაღის შესახებ. მას ვაშლის მსხმოიარე ბაღი (128 ხე) გაუნადგურეს. სამინისტრო ფერმერს ბაღის სრულ აღდგენაში დაეხმარება.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, შიდა ქართლის რეგიონული სამმართველოს შუამდგომლობით, ფერმერი, სამი კერძო სანერგედან თავმოყრილი 130 ვაშლის ნერგს მიიღებს და ახალი ბაღის გაშენებაში მას საჭირო ტექნიკითაც უზრუნველყოფს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდართან დაკავშირებით საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით აღიძრა, რაც გულისხმობს სხვისი ნივთის დაზიანებას ან განადგურებას, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები