LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფერადი ყვავილები გოგიჩასთვის გარდაცვალების შემდეგ – „შენთვის მუქი ფერები არ არსებობდა…“

1710
gogicha

მსახიობ გიორგი გოგიჩაიშვილის გარდაცვალებიდან ახლახან 40 დღე გავიდა. გიორგის ოჯახის წევრები დანაკარგს ვერ ეგუებიან და სოციალურ ქსელში აქვეყნებენ ემოციურ პოსტებს, სადაც ყველასთვის საყვარელ ტელეწამყვანსა და მსახიობს თბილი სიტყვებით იხსენებენ.

მსახიობის მეუღლემ, ჟურნალისტმა ნათია ბანძელაძემ გამოაქვეყნა ფოტო, სადაც გოგიჩასთვის განკუთნილი ყვავილებია გადაღებული. მას მოჰყვა ბარათი, სადაც წერია:

„გოგიჩ, თავიდან ვიფიქრე, მუქ ფერში ავუწყობ ყვავილს-მეთქი, მაგრამ შენნაირი ადამიანისთვის არასდროს არსებობდა მუქი ფერები. ბავშვობის სურათი მაქვს შენთან ერთად დ ამთელი ბავშვობის ასოციაცია შენ იყავი. გუშინ თითქოს ამ გრძნობას ვემშვიდობებოდი, რომ გავიგე ეს ამბავი.

მთავარია, შენი ნაწილი ყველა 90-იანელ ბავშვში, ყველა ჩვენგანშია. ალბათ, ამასაც იმიტომ ვწერ, რომ დარწმუნებული ვარ, ვერავინ წაიკითხავს.

გაამხიარულე იქაურობა <3 .

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები