„ფეისბუქი“ მომხმარებლების პირად მიმოწერებს თვალს ადევნებს, ყველაზე პოპულარული სოციალური ქსელის დამაარსებელმა აღნიშნული ინფორმაცია VOX-თან საუბარში დაადასტურა.

ცუკერბერგის თქმით, „ფეისბუქი“ ახდენს ზოგიერთი იუზერის პირადი მიმოწერების სკანირებას იმისათვის, რათა დარწმუნდეს, რომ მესენჯერით გადაცემული ტექსტი ან ფოტომასალა არ ეწინააღმდეგება სოციალური ქსელის სტანდარტებს.

„იმისათვის, რათა თავიდან იქნას აცილებული „ფეისბუქის“ საშუალებით არალეგალური ან საფრთხის შემცველი კონტენტის გავრცელება, ჩვენს  ვახდენთ მესენჯერში გაგზავნილი ლინკების და ფოტომასალის სკანირებას.“ – განაცხადა ცუკერბერგმა.

ტექსტი, რომელსაც მესენჯერში აგზავნით, შესაძლოა უცებ სოციალური ქსელის მოდერატორის ეკრანზე მოხვდეს იმ შემთხვევაში, თუ სპეციალური ალგორითმი მასში რაიმე საეჭვოს აღმოაჩენს.

მიუხედავად იმისა, რომ „ფეისბუქის“ გენერალური დირექტორის აზრით ეს ყველაფერი კეთილ მიზნებს ემსახურება და მიზნად ისახავს უკანონო კონტენტის გავრცელებისათვის ხელის შეშლას, რამაც შესაძლოა საფრთხეში ჩააგდოს ადამიანების სიცოცხლე, ჯანმრთელობა ან რეპუტაცია, მედალს მეორე მხარე ყოველთვის აქვს.

ცუკერბერგის ამ აღიარებას მომხმარებლების მძაფრი რეაქცია მოჰყვა. „ფეისბუქს“ აქამდეც აკრიტიკებდნენ იმის გამო, რომ იგი ანდროიდის მომხმარებელთა მიერ განხორციელებული ზარებისა და ტექსტური შეტყობინებების რამოდენიმეწლიან ისტორიას ინახავდა, თუმცა მარკ ცუკერბერგის მიერ იმის აღიარებამ, რომ თქვენი პირადი მიმოწერა არც ისე პირადია, იუზერებს შორის უკმაყოფილების უზარმაზარი ტალღა გამოიწვია.

მომხმარებლები არცთუ უსაფუძვლოდ მიიჩნევენ, რომ სოციალური ქსელი უხეშად იჭრება მათ პირად სივრცეში და როგორც ბევრმა მათგანმა ტვიტერზე განთავსებულ პოსტებში აღნიშნა, ამიერიდან ისინი ეცდებიან მოერიდონ „ფეისბუქ მესენჯერში“ პირადი საუბრების განხორციელებას.

ჩვენ არ ვისმენთ თქვენს აუდიო და ვიდეო-ზარებს. „ფეისბუქისათვის“ პრიორიტეტულია მომხმარებლის პირადი სივრცე იყოს დაცული და ხელშეუხებელი. ალგორითმი მხოლოდ საეჭვო კონტენტის გადამისამართებას ახდენს შესაბამის ჯგუფთან და მომხმარებლებს შეუძლიათ გვენდონ.“- განაცხადა მარკ ცუკერბერგმა მოგვიანებით გაკეთებულ განცხადებაში. მისივე თქმით, „ფეისბუქი“ ძალებს არ იშურებს იმისათვის, რომ სოციალური ქსელის მომხმარებელთა პირადი მონაცემები მესამე პირებისაგან, საეჭვი აპლიკაციებისა და სპამერებისგანაც დაიცვას.

 

 

 

მსგავსი თემები