LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

FDA-მ გასცა რეკომენდაცია „ფაიზერის” ბუსტერზე 65 წელს გადაცილებული და ქრონიკული პაციენტებისთვის: ფხაკაძე

160
გიორგი-ფხაკაძე131

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი გიორგი ფხაკაძე სოციალურ ქსელში წერს, რომ ამერიკის წამლის სააგენტომ გასცა რეკომენდაცია „ფაიზერის” ბუსტერზე 65 წელს გადაცილებული და ქრონიკული პაციენტებისთვის.

„კიდევ ერთი სიახლე! ამწუთას ამერიკის წამლის სააგენტომ გასცა რეკომენდაცია „ფაიზერის” ბუსტერზე 65 წელს გადაცილებულ და ქრონიკული პაციენტებისთვის. დამიჯერეთ ხოლმე რა… იმედია, საქართველო საბოლოოდ აირჩევს კოვიდის მართვის სწორ გზას… ან მივდივართ ამერიკის გზით, ან ევროპის გზით, ან ისრაელის გზით, ან ღმერთმა დაგვიფაროს, რუსული გზით …. ქართულმა გზამ კი გვაჩვენა რომ დამღუპველია…

ისე, მსოფლიო უკვე მე-3 დოზაზე გადადის,. ევროპის ქვეყნებში 70-90% არიან აცრილები 2-ჯერ და სამედიცინო პერსონალის 90-100% არის აცრილი .შედარებისთვის, საქართველოს მოსახლეობის მხოლოდ 20% არის აცრილი, სამედიცინო პერსონალის 50%-მდეა მხოლოდ აცრილი და ზოგიერთი ექიმი კითხვის ქვეშ აყენებს ვაქცინაციას! არაპროფესიონალიზმი კლავს!”, – წერს ფხაკაძე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები