LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფაროსანასთან ბრძოლის შტაბი სამი მოსწავლის შესაძლო ინტოქსიკაცაზე განცხადებას ავრცელებს

67

ფაროსანასთან  ბრძოლის შტაბი ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ურთის საჯარო სკოლის სამი მოსწავლის შესაძლო ინტოქსიკაციის შესახებ განცხადებას ავრცელებს. განცხადებაში აღნიშნულია, რომ შეწამვლითი სამუშაოები უსაფრთხოების ყველა ნორმის დაცვით მიმდინარეობს, სოფლის რწმუნებულების და მოსახლეობის გაფრთხილება კი 24 საათით ადრე ხდება.

ფაროსანას წინააღმდეგ წამლობითი სამუშაოები მიმდინარეობს ყოველგვარი უსაფრთხოების ნორმების დაცვით. შტაბის მიერ სოფლის რწმუნებულების, მათ მიერ კი მოსახლეობის და საგანმანათლებლო დაწესებულებების გაფრთხილება ხდება 24 საათით ადრე, ასევე გაიცემა შესაბამისი რეკომენდაციები, თუ როგორ უნდა მოიქცნენ წამლობის პროცესში. სხვა მხრივ, აღნიშნულ ფაქტზე კომენტარის გაკეთება ჩვენს კომპეტენციას სცდება. ამასთან, ბავშვების ინტერესების გათვალისწინებით, არ ხდება საგანმანათლებლო დაწესებულებების მიმდებარე ტერიტორიების დამუშავება”,-ნათქვამია განცხადებაში

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები