LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფარმაცევტული კომპანიები ახალი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაზე მუშაობენ

988
BeFunky-collage (5)

კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევები დღითი დღე იზრდება. ბოლო მონაცემებით, ჩინეთში ვირუსით კიდევ 143 ადამიანი დაიღუპა და გარდაცვლილთა საერთო რაოდენობამ 1523-ს მიაღწია. დაინფიცირებულების რაოდენობა კი 66 ათასს აჭარბებს. ამ ფონზე თეთრი სახლის სავაჭრო მრჩეველი იმედის მომცემ განცხადებას აკეთებს.

როგორც პიტერ ნავარო „ფოქს ბიზნესთან“ ინტერვიუში აღნიშნავს, აშშ-ში ხუთი ფარმაცევტული კომპანია ახალი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაზე მუშაობს. ნავარო იმედს გამოთქვამს, რომ მარტისთვის შტატებს 150 მილიონი დოზა ვაქცინა ექნება.

პეკინში დაბრუნებული ნებისმიერი ადამიანი ორკვირიან კარანტინს გაივლის - კორონავირუსის ახალი სტატისტიკა

ჩინეთში კორონავირუსით კიდევ 143 ადამიანი დაიღუპა და გარდაცვლილთა საერთო რაოდენობამ 1523-ს მიღწია.

ვირუსის გავრცელების საშიშროების გამო ჩინეთის ხელისუფლება ზომებს ამკაცრებს. მთავრობის გადაწყვეტილებით, პეკინში სხვადასხვა ქალაქებიდან დაბრუნებული ნებისმიერი ადამიანი ორკვირიან კარანტინს გაივლის. კორონავირუსის პირველი შემთხვევა დადასტურდა ეგვიპტეშიც. პაციენტი უცხო ქვეყნის მოქალაქეა.

კორონავირუსის გავრცელების რისკი საქართველოში ისევ ძალიან მცირეა. ქვეყანა დანარჩენი მსოფლიოსთვის არსებული სტანდარტებით პრევენციულ ღონისძიებებს აგრძელებს. საქართველოში ჯერ ლაბორატორიულად კორონავირუსით ინფიცირების ფაქტი არ დაფიქსირებულა.

კორონავირუსთან დაკავშირებით ამირან გამყრელიძე ახალ მიმართვას ავრცელებს (ვიდეო)

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები