LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფარმაცევტულ კომპანიებს კორონავირუსის ვაქცინის მილიონობით დოზა, სავარაუდოდ, მომავალი წლის დასაწყისში ექნებათ

108
20200512202208

„მე ფრთხილი ოპტიმიზმით ვარ განწყობილი, რომ წლის ბოლომდე გვექნება ვაქცინა, რომელიც საკმარისად ეფექტური აღმოჩნდება იმისთვის, რომ ოფიციალურად დაამტკიცონ, ”-მის შესახებ აშშ-ის ინფექციური დაავადებებისა და ალერგიის ცენტრის დირექტორმა ენტონი ფაუჩიმ „როიტერსთან“ ინტერვიუში განაცხადა.

მისივე თქმით, 2021 წლის ბოლოსთვის, შესაძლოა, ვაქცინის მილიარდამდე დოზა იყოს ხელმისაწვდომი. გარდა ამისა, ენტონი ფაუჩი იმედს გამოთქვამს, რომ მიმდინარე წლის ბოლომდე მინიმუმ ერთი ვაქცინა აჩვენებს საკმარის შედეგს იმისთვის, რომ ოფიციალურად დაამტკიცონ.

ცნობისთვის, აშშ მილიარდობით დოლარს ხარჯავს კორონავირუსის საწინააღმდეგო პოტენციურ ვაქცინებზე, რომლებსაც კომპანიები Johnson & Johnson-ი, Moderna, Pfizer-ი, Novavax-ი და Sanofi- აწარმოებენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები