LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ფარდულთან, დავით სარალიძესთან ახლოს მიხეილ კალანდია იდგა, რომელსაც ხელი სისხლიანი ჰქონდა” – ახალი დეტალები ხორავას ქუჩის საქმეზე

451
ხორავა

ხორავას ქუჩაზე მომხდარი სისხლიანი გარჩევის შესახებ ახალი დეტალები ხდება ცნობილი – დღეს დავით სარალიძის ჯგუფურად მკვლელობისთვის მსჯავრდებულმა გიორგი ჯანაშიამ ამავე საქმეზე ბრალდებულ მიხეილ კალანდიას წინააღმდეგ ჩვენება მისცა.

კიდევ ბევრს დაიჭერენ: ზაზა სარალიძე გამოძიებით კმაყოფილია?

,,ოდნავი ვისაც წვლილი მიუძღვის ამ საქმეში, ყველა დაისჯება“

საქმის პროკურორი განმარტავს, რომ  ჯანაშიამ დაადასტურა შემდეგი ფაქტი – შემთხვევის ადგილზე ფარდულთან, კერძოდ, დავით სარალიძესთან ახლოს მდგომი ბრალდებული მიხეილ კალანდია დაინახა, რომელსაც ხელში დანის მსგავსი საგანი ეჭირა და ხელი სისხლიანი ჰქონდა.

მიხეილ კალანდიას ადვოკატი ზურაბ თოდუა კი აცხადებს, რომ მოწმემ იცრუა, როცა განაცხადა, რომ მიხეილ კალანდიას ხელში დანის მაგვარი საგანი ეჭირა და ტანსაცმლის სახელო სისხლიანი ჰქონდა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები