ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა დღეს განცხადება გაავრცელა, რომელშიც საქართველოს ხელისუფლებას 19 აპრილის შეთანხმების შესრულებისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდებენ, ამ კონტექსტში ხაზგასმულია უზენაეს სასამართლოში დანიშვნების დროებით შეჩერება.

აღნიშნულ საკითხს აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი „ტვიტერში“ ეხმაურება.

აშშ მოსამართლეთა კანდიდატების დამტკიცების გამო ღრმად შეშფოთებულია: შტატების სახელმწიფო მდივანი

“შეერთებული შტატები ღრმად შეშფოთებულია საქართველოს პარლამენტის მიერ უზენაესი სასამართლოს კანდიდატების დამტკიცების გამო, რაც 19 აპრილის შეთანხმებას ეწინააღმდეგება, ამბიციური სასამართლო რეფორმა კრიტიკულად მნიშვნელოვანია საქართველოს წარმატებისთვის,“ – აცხადებს ენტონი ბლინკენი.

„სანქციები ერთ-ერთი ინსტრუმენტია და თქვენ ნახეთ აშშ-ის საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში, ასევე სახელმწიფო მდივნის განცხადებებში, რომ ჩვენ ვართ ძალიან, ძალიან იმედგაცრუებულები“-ამის შესახებ კი აშშ-ს ელჩმა საქართველოში კელი დეგნანმა განაცხადა.

აღნიშნული გზავნილები რადიო „ფორტუნას“ გადაცემაში „დღის თემა“პოლიტოლოგმა ხათუნა ლაგაზიძემ შეაფასა.

როგორც მან აღნიშნა, აშშ-მ რეალობას თვალი გაუსწორა.

ჩვენი მთავარი სტრატეგიული პარტნიორი ქვეყნის სტრუქტურებს უმაღლეს დონეზე მიეწოდება დამახინჯებული ინფორმაცია – „ქართული ოცნება“ აშშ-ს პასუხობს

„აღნიშნული გზავნილები მიგვითითებს იმაზე, რომ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა როგორც იქნა საქართველოში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით რეალობას თვალი გაუსწორა და აღიარა, ქართული ოცნების რეალური არსი, ნიღაბი ჩამოხსნა საკუთარი ხელით „ქართულ ოცნებას“, რომელიც ასევე თავისი სურვილით მიაწება. იმ ილუზორულ სახეს „ქართლი ოცნებისასეთანამშრომლებოდა აშშ ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში.

კარგია ახლა რომ რეალობას თვალი გაუსწორეს და მე ველოდები, რომ არამარტო სასამართლოსთან დაკავშირებულ თემებზე, არამედ მედიაზე განხორციელებულ შტურმთან დაკავშირებითაც აშშ მოსთხოვს პასუხს საქართველოს ხელისუფლებას.

როცა მე ვსაუბრობ პასუხის მოთხოვნაზე, ხაზგასმით ვამბობ, რომ ამერიკამ ისევე როგორც ევროპამ ამოწურა ყველა რესურსი „ქართულ ოცნებასთან“ მოლაპარაკებების გზით შედეგის მიღწევის.

იმიტომ, რომ ტრადიციად იქცა “ქართული ოცნების” მხრიდან, რომ ისინი ხელმოწერილ შეთანხმებებსაც კი არღვევენ და ჩათვალეს, რომ შეუძლიათ და გაუვათ შეერთებული შტატების და ევროკავშირის გადადგება იმიტომ, რომ რუსული ზურგის იმედი აქვთ.

ეს არის გამოწვევა რეალურად აშშ-სთვის, მიიღებენ თუ არა ამ გაწნულ სილას და შეირგებენ თუ არა ისეთი ქვეყნისგან, როგორიც საქართველოა.“-აღნიშნა პოლიტოლოგმა.

რაც შეეხება ქვეყანაში არსებულ საპროტესტო ტალღას, ხათუნა ლაგაზიძემ განაცხადა, რომ ოპოზიციის ტაქტიკა უნდა იყოს განსხვავებული.

„კომპლექსური ნაბიჯებია საჭირო, მხოლოდ ქუჩის აქციები შედეგს ვერ მოიტანს რამდენიმე ფაქტორის გამო.

ზაფხულიდან და კოვიდვითარებიდან გამომდინარე ქუჩის აქციებმა შეიძლება ვერ მიიღოს ისეთი მასშტაბური სახე და ხანგრძლივი იყოს იმგვარად, რომ ხელისუფლება აიძულოს წავიდეს ამ დათმობაზე, თუმცა ქუჩის გარეშეც შედეგის მიღწევა წარმოუდგენელია.

როდესაც მე კომპლექსურ ნაბიჯებზე ვსაუბრობ ეს არის ერთი მხრივ ქუჩის აქციები და მეორე მხრივ, დასავლეთის მაქსიმალური გააქტიურება.

მიზანი არის ის, რომ დასავლეთის თვალით თუ შევხედავთ დიდ რეგიონში, რასაც ახლო აღმოსავლეთი ჰქვია დემოკრატიის ბოლო ციტადელის გადარჩენა საქართველოს სახით და ქვეყნის შიგნით ზოგადად საქართველოს სახელმწიფოებრიობის გადარჩენა.

ახლა, ფაქტობრივად, მიმდინარეობს გადამწყვეტი ბრძოლა, იმ ღერძის რაზეც ქართული სახელმწიფო იდგა ბოლო 30 წლის განმავლობაში-ეს არის თავისუფალი სიტყვა და თავისუფალი მედია,დემოკრატიული ღირებულებები და დასავლეთისკენ სწრაფვა.

„ქართული ოცნება“ 2 რამეს ელის ერთი, რომ ცდილობს ტრადიციული ტაქტიკა გამოიყენოს, დროში გაწელოს პროცესი, ყოველთვის ახერხებდა ამას, თან ზაფხული და კოვიდი მის წისქვილზე ასხამს წყალს და მეორეა დასავლეთთან მისი ხელშეკრულებები და შემდეგ მისი გადადგება.

ეს ყველაფერი დამოკიდებულია რამდენად გაუვა „ქართულ ოცნებას“, ჯერჯერობით ახალი ტაქტიკური სვლა მას არ გამოუყენებია.

ჩვენი მთავარი სტრატეგიული პარტნიორი ქვეყნის სტრუქტურებს უმაღლეს დონეზე მიეწოდება დამახინჯებული ინფორმაცია – „ქართული ოცნება“ აშშ-ს პასუხობს

რამდენად გაუვა მას ეს ხრიკები დამოკიდებულია იმაზე, რისთვის არის დასავლეთი მზად, დღეს რა განცხადებაც ვისმინეთ, ფაქტობრივად, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ თავზე დაახურა ამერიკის ელჩს, რომელიც მის მიმართ დიდი ხანი ლოიალობით გამოირჩეოდა და რა იქნება აშშ-ს პასუხი იმ სილაზე, რომელიც საქართველოს ხელისუფლებამ ამერიკას და ევროკავშირს ერთად გააწნა, როგორც სასამართლოსთან დაკავშირებით პირობის დარღვევის, ისე მედიაზე თავდასხმით და იმ პროცესებით, რაც ქვეყანაში ხდება ეს არის მნიშვნელოვანი და მეორე რამდენად შეძლებს მედიის თაოსნობით დაწყებული დიდი საპროტესტო მოძრაობა ახალი ტაქტიკური სვლების და „ქართული ოცნებისთვის“ დღემდე გამოუცნობი ნაბიჯების გადადგმას რომ არ ითამაშოს „ქართული ოცნების“ თამაში, ამაზეა საუბარი ამ ორი ფაქტორის ერთობლიობა გადაწყვეტს უახლოეს თვეებში პროცესებს.“-აღნიშნა ხათუნა ლაგაზიძემ „ფორტუნას“ ეთერში.

 

სოფო ნამორაძე
ავტორი

მსგავსი თემები