LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფაქტია, პარლამენტში შემოსვლა უნდათ და რაღაც ხელჩასაჭიდი ვერ თქვეს: ელისაშვილი გირჩის მოთხოვნებზე

58
ალეკო ელისაშვილი

პარტია “მოქალაქეების” ლიდერი ალეკო ელისაშვილი “გირჩის” მიერ წარდგენილ 7-პუნქტიან ჩამონათვალს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ფაქტია, პარტიის წევრებს პარლამენტში შესვლა უნდათ, და რაღაც ხელჩასაჭიდი ვერ თქვეს.

ბოიკოტის რეჟიმს შევწყვეტთ, თუ „ქართული ოცნება“ ჩვენს მიერ განსაზღვრული 7 საკითხიდან ერთ-ერთის სრულყოფილად გადაწყვეტას დათანხმდება: “გირჩი”

ელისაშვილმა პარტიის ტაქტიკას “ცოტა გაუგებარი” უწოდა და აღნიშნა, რომ “გირჩს” შეეძლო არა დახურულ კარს მიღმა, არამედ საჯარო შეხვედრა გაემართა და 7-პუნქტიანი ჩამონათვალი ასე წარედგინა.

მოქალაქეების ლიდერი აქვე აღნიშნავს, რომ მოცემული პუნქტებიდან რამდენიმეს თავადაც იზიარებენ და ხელიც აქვთ მოწერილი:

“არ ვიცი, რაზე შეთანხმდნენ და რაზე არა, ამ შვიდ პუნქტზე ისაუბრეს, თუ არა. ყოველ შემთხვევაში, მათი ტაქტიკა ცოტა გაუგებარია. მათ შეეძლოთ, საჯარო შეხვედრა გაემართათ, შვიდი პუნქტი წარედგინათ, ულტიმატუმად ეთქვათ. არის რამდენიმე პუნქტი, რომელსაც ჩვენც ვიზიარებთ და ხელიც გვაქვს მოწერილი. მაგალითად, ის, რომ პირველი ინსტანციის მოსამართლეების არჩევა მოხდეს და ადამიანს უფლება ჰქონდეს, მოსამართლე აირჩიოს. ასევე პოლიციის შერიფები აირჩიონ. ეს ქვეყნისთვის კარგი იქნება და ძალიან დემოკრატიული. შვიდი პუნქტის თქმა და ერთი მაინც დაგვიკმაყოფილეთ, ცოტა უცნაურად ჟღერს.

ჩვენ რა პუნქტებიც გვქონდა, დაგვიკმაყოფილეს. სიტყვა არც ჩვენ გაგვიტეხია და არც „ქართულ ოცნებას“. საჯარო რაღაცები მიყვარს და საჯარო რაღაცების მჯერა. დახურულ კარს მიღმა რომ ხვდებოდნენ, არც ერთი არ მალავდა. რაზე ლაპარაკობდნენ, წარმოდგენა არ მაქვს. ფაქტია, შემოსვლა უნდათ და რაღაც ხელჩასაჭიდი ვერ თქვეს. საარჩევნო ბარიერის საკითხი ინიცირებულია ანუ, შვიდიდან რაც დააყენეს, ერთია. მოვიდნენ, ხმები გაძლიერდება. უფრო გაბედული ხალხი მიყვარს, გაბედონ.” – განაცხადა ელისაშვილმა.

შეგახსენებთ, პარტია “გირჩმა” იმ მოთხოვნების ჩამონათვალი გაავრცელა, რა შემთხვევაშიც მზადაა პარლამენტის ბოიკოტის რეჟიმი შეწყვიტოს. როგორც პარტიაში აცხადებენ, თუ “ქართული ოცნება” აღნიშნული შვიდი საკითხიდან ერთ-ერთი საკითხის სრულყოფილად გადაწყვეტას და მოწესრიგებას დათანხმდება, პარლამენტში შევლენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები