LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ფაიზერის” შემდეგ “ასტრაზენეკა” – დიდმა ბრიტანეთმა ვაქცინის გამოყენების ნებართვა გასცა

122
FORTUNA.GE- (1)

კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო პირველი ვაქცინის დაშვების შემდეგ, დიდი ბრიტანეთი ოქსფორდის უნივერსიტეტისა და კომპანია “ასტრაზენეკას” მიერ შექმნილი კოვიდვაქცინის გამოყენებაზეც გასცემს ნებართვას.

ინფორმაციას ავრცელებს Al Jazeera.

დღეს დილით კომპანიამ განაცხადა, რომ ვაქცინა დამტკიცებულია გადაუდებელი გამოყენებისთვის დიდი ბრიტანეთის მთავრობის მიერ.

ჯანდაცვის ექსპერტები ამბობენ, რომ იმ ვაქცინის დამტკიცება, რომლის წარმოება უფრო იაფია და ტრანსპორტირება-შენახვაც გაცილებით იოლი, იქნება მნიშვნელოვანი იარაღი კორონავირუსის წინააღმდეგ, განსაკუთრებით, ახლა, როცა საგანგაშოდ იზრდება როგორც ინფიცირებულთა რაოდეობა, ასევე ვირუსის ახალი შტამების გამოვლენის შემთხვევებიც.

ბრიტანეთის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის დეპარტამენტმა უკვე დაადასტურა, რომ მედიკამენტებისა და ჯანდაცვის პროდუქტების მარეგულირებელი სააგენტოსგან (MHRA) მიიღო რეკომენდაცია AstraZeneca-ს კოვიდვაქცინის გამოყენების შესახებ.

MHRA-ს ექსპერტები ამბობენ, რომ მონაცემების საფუძვლიანმა ანალიზმა და მიღებულმა შედეგებმა დააკმაყოფილა ვაქცინის უსაფრთხოების, ხარისხისა და ეფექტურობის მკაცრი სტანდარტები.

როგორც ბრიტანეთის ჯანდაცვის მდივანმა მეთ ჰენკოკმა განაცხადა, ვაქცინაცია შესაძლოა მომავალი კვირიდან დაიწყოს.

შეგახსენებთ, დიდი ბრიტანეთი იყო მსოფლიოში პირველი სახელმწიფო, რომელმაც “ფაიზერისა” და “ბიოენტეკის” ერთობლივი ვაქცით მოსახლეობის აცრა დაიწყო.

რამდენიმე კვირის წინ ქვეყანაში კორონავირუსის ახალი, უფრო სწრაფად გადამდები ვარიანტის შესახებ განაცხადეს, რომელიც მოგვიანებით მსოფლიოს მრავალ ქვეყანაშიც დადასტურდა.

“ასტრაზენეკას” მწარმოებლები იმედს გამოთქვამენ, რომ მათ მიერ წარმოებული ვაქცინა გახდება – “ვაქცინა მსოფლიოსათვის”.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები