LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ევროვიზიის“ გეი-კულტურასთან კავშირის გამო უნგრეთი კონკურსში მონაწილეობაზე უარს აცხადებს

423
4928

უნგრეთი ევროვიზიის კონკურსში მონაწილეობას არ მიიღებს. ამ გადაწყვეტილების შესახებ  The Guardian-ი ავრცელებს ინფორმაციას. როგორც გამოცემა წერს, მიზეზი „ევროვიზიის“ გეი-კულტურასთან კავშირია.

ქვეყნის ტელერადიოკომპანია MTVA, რომელმაც უნდა განახორციელოს კონკურსის ტრანსლაცია, თავის წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ „ევროვიზია“ ლგბტ საზოგადოებასთან ასოცირდება.

ოფიციალური განცხადება თუ რას უკავშირდება აღნიშნული გადაწყვეტილება არ გაკეთებულა, თუმცა გამოცემა იხსენებს, უნგრეთის ხელისუფლების წარმომადგენლების საჯარო განცხადებებს, რომელიც ტრადიციული ოჯახის ღირებულებებს ეხება. მაგალითად, ვიქტორ ორბანი ამბობდა, რომ ქვეყნამ შობადობის გაზრდაზე უნდა იზრუნოს და ხელი შეუწყოს ტრადიციული ოჯახების კეთილდღეობას.

ამასთან, ევროპის მაუწყებელთა კავშირი იმდეს იტოვებს, რომ MTVA მალე დაუბრუნდება ევროვიზიის კონკურსის მრავლფეროვან ოჯახს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები