LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ევროვიზია 2019-ის გამარჯვებული ჰოლანდია გახდა [ვიდეო]

1855
Duncan-Laurence-4

ევროვიზიის სიმღერის რიგით 64-ე კონკურსის გამარჯვებული ჰოლანდია გახდა.

დუნკან ლორენსმა მაყურებლისგან და ჟიურისგან სულ 492 ქულა მიიღო და ამ შედეგით ევროვიზია 2019 წლის გამარჯვებულის ტიტული მოიპოვა.

მეორე ადგილზე გავიდა კონკურსანტი შვედეთიდან. მესამე ადგილი კი, რუსეთის წარმომადგენელმა დაიკავა. ხუთეულში მოხვდნენ შვეიცარიისა და ნორვეგიის წარმომადგენლებიც.

კონკურსის წესების მიხედვით კი მომდევნო წელს ევროვიზიას გამარჯვებული ქვეყანა, ჰოლანდია უმასპინძლებს.

აღსანიშნავია, რომ შოუს მიწურულს, საბოლოო შედეგების გამოცხადებამდე, საგანგებოდ მოწვეულმა ამერიკელმა პოპვარსკვლავმა, მადონამ იმღერა.

მაყურებლის წინაშე ლეგენდარული მომღერალი ეფექტური შოუთი წარდგა და ორი სიმღერა იმღერა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები