LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ევროპული საქართველოს” ოფისში შეხვედრა მიმდინარეობს: ცვლილებების შესახებ განცხადებას დავით ბაქრაძე გააკეთებს

95
FORTUNA.GE-

პოლიტიკური პარტია “ევროპული საქართველოს” ოფისში ცოტა ხნის წინ პარტიის წევრები შეიკრიბნენ.

რაზე იმსჯელებენ და რასთან დაკავშირებით მიიღებენ გადაწყვეტილებას პარტიის წევრები – შეკრების დასრულების შემდეგ გახდება ცნობილი.

როგორც შეხვედრის დაწყებამდე პარტიის წევრმა ირმა ნადირაშვილმა განაცხადა, ეს იქნება არა პოლიტსაბჭო, არამედ არაფორმალური შეკრება.

მისი თქმით, მიღებული გადაწყვეტილების შესახებ, მოგვიანებით, პარტიის ლიდერი დავით ბაქრაძე ისაუბრებს.

“დღეს გვაქვს შეკრება, არა პოლიტსაბჭო, არამედ არაფორმალური შეკრება. მთავარი გადაწყვეტილებების თაობაზე დავით ბაქრაძე გაგაცნობთ. სხვა კითხვებზე ამ წუთში პასუხის გაცემა არ შემიძლია. ვერ გეტყვით, რომ არაფერი არ შეიცვლება. ამ გადაწყვეტილებების შესახებ დათო ბაქრაძე და კიდევ ვინც ჩათვლის საჭიროდ, ის ილაპარაკებს.” – თქვა ირმა ნადირაშვილმა.

სხდომის დაწყებამდე, ჟურნალისტებთან საუბრის დროს, პარტიის კიდევ ერთმა წევრმა, ლაშა დამენიამ განაცხადა, რომ დღევანდელ შეხვედრაზე რეორგანიზაციასთან დაკავშირებულ საკითხებს განიხილავენ.

მისივე თქმით, დღეს შეხვედრაზე გადაწყვეტილებებს არ მიიღებენ:

“დღეს არ არის გადაწყვეტილებები. უბრალოდ, უფრო ფართო შეხვედრაა. გადაწყვეტილებები მიღებული იქნება პოლიტსაბჭოზე.

რეორგანიზაციასთან დაკავშირებით პარტიაში ვიკრიბებით, სხვა არაფერი. დღეს არაფერი გადაწყდება, უბრალოდ იქნება კიდევ ერთი მსჯელობა ამ საკითხზე.” – აღნიშნა დამენიამ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები