LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ევროპული საქართველო” პარლამენტში მთავარი პროკურორის მისვლას ითხოვს

giga-bokeria

“ევროპული საქართველო” პარლამენტში მთავარი პროკურორის მისვლას ითხოვს . ამის შესახებ გიგა ბოკერიამ პარლამენტში განაცხადა. ბოკერიას თქმით მან დღეს შს მინისტრ გიორგი გახარიასგან კითხვებზე პასუხები ვერ მიიღო.

“დღეს, ბატონ გიორგი გახარიას გამოსვლიდან სამწუხარო რეალობა კიდევ უფრო დამძიმდა, ძალაუფლების ღერძი ივანიშვილის ქვემოთ არის პროკურატურაში. ირკევა, რომ კითხვები, რომელიც ჩვენ და საზოგადოებას გვაწუხებს, თავს იყრის პროკურატურაში. ივანიშვილი ინსტიტუციური მოწყობის მიღმაა და ვერ დავიბარებთ, ამიტომ მივმართავ უმრავლესობის წევრებს, როდის მოვა პარლამენტში მთავარი პროკურორი, რომ ჩვენს კითხვებს გასცეს პასუხი?!”, – განაცხადა გიგა ბოკერიამ

შეგახსენებთ, რომ საქართველოს უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს წინაშე ანგარიშით დღეს შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია წარსდგა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები