LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი საქართველოშია

77
h-55315791

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის საქართველოში ვიზიტი დაიწყო. შარლ მიშელის თვითმფრინავი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ცოტა ხნის წინ დაჯდა. ევროპული საბჭოს პრეზიდენტს აეროპორტში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი და საქართველოში ევროკავშირის ელჩი, კარლ  ჰარცელი  დახვდნენ.

“ვიზიტი ვაქცინების მიმართულებითაც იქნება მნიშვნელოვანი” – რა გზავნილებს ჩამოიტანს საქართველოში შარლ მიშელი, პოლიტიკური შეფასებები

ვიზიტის ფარგლებში, ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შეხვედრებს გამართავს საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან და პარლამენტის თავმჯდომარე  არჩილ თალაკვაძესთან . შარლ მიშელი ასევე შეხვდება პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს. გარდა ამისა, ევროპული საბჭოს პრეზიდენტი გაემგზავრება საოკუპაციო ხაზთან.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი ოფიციალურ შეხვედრებს ხვალიდან დაიწყებს, ხოლო ქვეყანას 2 მარტს დატოვებს.

საქართველოში ვიზიტამდე: შარლ მიშელი მოლდოვის პრეზიდენტს შეხვდა

შარლ მიშელი საქართველოში მოლდოვიდან ჩამოვა. თბილისის შემდეგ კი მას აღმოსავლეთ პარტნიორობის კიდევ ერთ სახელმწიფოში, უკრაინაში ელოდებიან.

 

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები