LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ევროპის ყველაზე პოპულარული ქალაქები ინსტაგრამზე

1255
city

რა თქმა უნდა, დღეს წარმოუდგენელია მოგზაურობა სამახსოვრო ფოტოების გადაღების და სოციალურ ქსელში გამოქვეყნების გარეშე. გთავაზობთ ინსტაგრამის ყველაზე პოპულარული ქალაქების ათეულს და ტურისტების საყვარელ ღირსშესანიშნაობებს.

ნიცა (საფრანგეთი) – ინგლისური სანაპირო – ფრანგული რივიერას დედაქალაქის ყველაზე პოპულარული ღირსშსანიშნაობა და ტურისტების საყვარელი ადგილია.

ჰამბურგი (გერმანია) – ექსკურსია პორტში და ქალაქის უძველეს რაიონებში, ულამაზესი ტბა და კონცერტი ქალაქის მთავარ მოედანზე – სწორედ ჰამბურგი ითვლება გერმანიის ყველაზე ტურისტულ ქალაქად.

ლისაბონი (პორტუგალია) – ვიწრო ქუჩები, ჭრელი სახლები და გასტრონომიული შედევრები – ლისაბონი წელიწადის ნებისმიერ დროს სიამოვნებით მასპინძლობს სტუმრებს.

ამსტერდამი (ჰოლანდია) – მართალია, ამსტერდამის მთავარ ღირსშესანიშნაობად ვან გოგის მუზეუმი და ანა ფრანკის სახლი, Heineken-ის ლუდსახარშის მუზეუმი და ყვავილების ბაზრობა ითვლება, მაგრამ არც ტრადიციულ ჰოლანდიურ პაბში დაივიწყოთ შევლა.

მადრიდი (ესპანეთი) –  რა თქმა უნდა, ესპანეთის დედაქალაქის ცნობილი პარკი „ბუენ-რეტირო“ და ბროლის სასახლე ყოველთვის განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობდა მოგზაურებში.

ბერლინი (გერმანია) – გერმანიის ყველაზე კოსმოპოლიტურ ქალაქში ტურისტები პირველ რიგში ბარანდერგურგის ჭიშკარს, ალექსანდრპლაცს და ბერლინის კედლის ნანგრევებს სტუმრობენ.

რომი (იტალია) – განსაკუთრებულ ხიბლს მარადიულ ქალაქს ვატიკანი მატებს თავისი არაჩვეულებრივი არქიტექტურითა და ტრადიციებით.

ბარსელონა (ესპანეთი) – მართალია ქალაქის მთავარ სიმბოლოდ Sagrada Família ითვლება, თუმცა, ტურისტები მაინც რამბლსა და გუელის პარკში სეირნობას ამჯობინებენ.

პარიზი (საფრანგეთი) – მსოფლიოს ყველაზე რომანტიკული ქალაქი, რომელიც მუდმივად ხვდება ტურისტულ რეიტინგებში, არც ამჯერად თმობს ლიდერის პოზიციას.

ლონდონი (ბრიტანეთი) – ქალაქში, რომელსაც წელიწადში საშუალოდ 120 მლნ. ტურისტი სტუმრობს, რთულია მხოლოდ რამდენიმე ღირსშესანიშნაობის გამოყოფა, ამიტომ მოიცალეთ და უძველესი მონარქიის დედაქალაქში ხანგრძლივი შვებულებით გაემგზავრეთ.