LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ევროპის უნივერსიტეტში ზურაბ ჟვანიას სახელობის ვარსკვლავისა და დარბაზის გახსნის ცერემონია გაიმართება

276
zurab-chvania-newsw324345

6 დეკემბერს, 10:30 საათზე, ევროპის უნივერსიტეტში ზურაბ ჟვანიას სახელობის ვარსკვლავის, მისი სახელობის დარბაზის საზეიმო გახსნისა  და „ზურაბ ჟვანია – ოფიციალური განცხადებები, გამოსვლები, ინტერვიუები“  წიგნის პრეზენტაცია გაიმართება.

მოწვეულ სტუმრებს მიესალმებიან ევროპის უნივერსიტეტის რექტორი ქალბატონი თამარ კერძაია; საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ბატონი არჩილ თალაკვაძე, ევროკავშირის ელჩი საქართველოში, მისი აღმატებულება, ბატონი კარლ ჰარცელი; გაეროს მუდმივი წარმომადგენელი საქართველოში, ქალბატონი საბინე მახლი და ზურაბ ჟვანიას მეუღლე, ქალბატონი ნინო ქადაგიძე.

ღონისძიებაზე საპატიო მიმართვებით წარდგებიან:

პოლონეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში, მისი აღმატებულება, ბატონი მარიუშ მაშკიევიჩი; საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის მეცნიერების, კულტურისა და სამოქალაქო განათლების დეპარტამენტის დირექტორი, ბატონი ემზარ ჯგერენაია; ქართველი კინორეჟისორი, საქართველოს სახალხო არტისტი, ქალბატონი ლანა ღოღობერიძე; ზურაბ ჟვანიას ვაჟი, ბატონი ბესარიონ ჟვანია და სხვები.

ღონისძიება საქართველოს ევროპის საბჭოს თავმჯდომარეობის და ზურაბ ჟვანიას დაბადების დღის აღსანიშნავად იმართება.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები