LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ევროპის კულტურული დედაქალაქი რიეკა გახდა

355
rijeka-2-715x429

ხორვატიული რიეკა ევროპის კულტურული დედაქალაქი გახდა. რიეკასთან ერთად 2020 წელს საპატიო ტიტულს ირლანდიური გალვეიც მიიღებს. ოფიციალური ცერემონია ორივე ქალაქში თებერვალში გაიმართება. შემდეგ კი მთელი წელი მრავალი კულტურული ღონისძიებით იქნება დატვირთული, რაც ორივე დასახლებას პოტენციალის მაქსიმალურად გამოვლენის საშუალებას მისცემს.

შეგახსენებთ, რომ კულტურულ დედაქალაქს ევროპაში 1985 წლიდან ირჩევენ. 2000 წელს ტიტული ერთდროულად 9 ევროპულ ქალაქს გადაეცა, 2001 წლიდან კი ჟიური მხოლოდ ორ რჩეულს ავლენს ხოლმე.

2019 წელს საპატიო წოდებას ბულგარული პლოვდივი და იტალიური მატერა ინაწილებდნენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები