LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ევროპის 40-ზე მეტი მიმართულება – სულ მალე, ქუთაისიდან

546
Untitled

„ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტს ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური განვითარების კუთხით უდიდესი ეფექტი გააჩნია“, -ამის შესახებ ,,საქართველოს აეროპორტების გაერთანების“ დირექტორი გიორგი ჩოგოვაძე აცხადებს.

როგორც ჩოგოვაძე განმარტავს, მუდმივად მიმდინარეობს ავიაკომპანიებთან მუშაობა იმ მიმართულებით, რომ ევროკავშირიდან საქართველოში დამატებითი მაღალმხარჯველი ტურისტები ჩამოვიდნენ.

,,სწორედ ამ მიზნით, ჩვენ დავისახეთ ამოცანად, რომ გავზარდოთ რეისებისა და ავიაკომპანიების რაოდენობა, რომლებიც ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან ოპერირებენ. მხოლოდ ავიაკომპანია „ვიზეარის“ შემთხვევაში, თუ 2018 წელს რეისები ქუთაისიდან 19 მიმართულებით სრულდებოდა, 2019 წლის ბოლომდე მათი რიცხვი 30-ს გადააჭარბებს. ხოლო 2020 წლის განმავლობაში კი, იმ რეისების რაოდენობა ევროკავშირის მიმართულებით რომელსაც ავიაკომპანია „ვიზეარი“ შეასრულებს, 40 -ს გადასცდება. ჩვენ ვამატებთ ახალ ავიაკომპანიებს, იმ ავიაკომპანიებს, რომლებიც ევროკავშირიდან დამატებითი მგზავრებისა და ტურისტების ჩამოყვანას შეძლებენ“, – განაცხადა გიორგი ჩოგოვაძემ.

დროებით ქუთაისიდან მემინგენის ნაცვლად, ფრიდრიხსჰაფენში ჩაფრინდებით

მემინგენის აეროპორტი, ასაფრენ/დასაფრენი ზოლის სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო დაკეტილია

შეგახსენებთ, 10 სექტემბრიდან ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან ევროკავშირის 7 ქალაქის მიმართულებით პირდაპირი რეგულარული რეისების განხორციელება დაიწყო. პირდაპირი რეგულარული რეისები ბაზელის, კოპენჰაგენის, ბრიუსელის, ტალინის, ეინდჰოვენის, ბარისა და პოზნანის მიმართულებით ხორციელდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები