LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ევროპაში ნომერ პირველ ყველაზე უსაფრთხო ტურისტულ ქვეყნად საქართველო დასახელდა

112
004TouristsInGeorgia

პოპულარული პორტალი European Best Destinations ევროპაში ყველაზე უსაფრთხო ტურისტულ მიმართულებებს შორის პირველ ქვეყნად საქართველოს ასახელებს.

ვებგვერდი მოგზაურობის მსურველებს საქართველოში, კერძოდ თბილისსა და ბათუმში დასვენებას ურჩევს და წერს, რომ საქართველო წარმოადგენს მსოფლიოში კორონავირუსისგან ერთ-ერთ ყველაზე ნაკლებად დაზარალებულ ქვეყანას.

„თბილისი ზუსტად ის არის, რაც ჩვენ დღეს გვჭირდება – ტურისტული მიმართულება გონებაგახსნილი მიდგომებით, რომელიც ყველაზე უკეთ უთავსებს ერთმანეთს წარსულს, აწმყოს და მომავალს, კულტურასა და დასვენებას. 2020 წელს საქართველოს დედაქალაქი უპრეცედენტო პოპულარობით სარგებლობს – ეს არის იდეალური ადგილი კულტურის, გასტრონომიის, მრავალფეროვნების და არქიტექტურის მოყვარულთათვის“, – აღნიშნულია სტატიაში.

European Best Destinations განსაკუთრებულ ტურისტულ მიმართულებად ასახელებს ბათუმსაც და იმ ღირსშესანიშნაობებზე საუბრობს, რომელსაც აჭარა დამსვენებელს სთავაზობს.

„ბათუმი არის განსაკუთრებული ტურისტული მიმართულება, დაუვიწყარი მოგონებების წყარო, რომლებიც მთელი ცხოვრების მანძილზე გაგყვებათ. ბათუმში შეუძლებელია, მოიწყინოთ“, – წერია European Best Destinations-ის სტატიაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები