LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ევროპას ატლანტის ოკეანიდან ქარიშხალი “ოფელია” უახლოვდება

70

CNN-ის ინფორმაციით, ევროპის კონტინენტს დასავლეთის მხრიდან ქარიშხალი „ოფელია“ უახლოვდება. სინოპტიკოსები აცხადებენ, რომ ქარიშხალი ირლანდიას და გაერთიანებულ სამეფოს ორშაბათს დაატყდება თავს. სტიქია „ოფელია“ არ არის იმ სიმძლავრის, როგორც ბოლო ერთი თვის განმავლობაში კარიბის ზღვის კუნძლებსა და ამერიკის შეერთებულ შტატებში მძვინვარე ოთხი ქარიშხალი.

მიმდინარე წელს სტიქია „ოფელია“ ატლანტის ოკეანეში წარმოქმნილი მე-15 ტროპიკული ქარიშხალია. მათგან ყველაზე ძლიერი „ჰარვი“, „მარია“, „ირმა“ და „ხოსე“ იყო, რის შედეგადაც ყველაზე მეტი ზარალი ამერიკის შეერთებულ შტატებს მიადგა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები