LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ევროპარკში” 2018 წლის ზაფხულის სეზონი ოფიციალურად გაიხსნა

218

„ევროპარკში” 2018 წლის ზაფხულის სეზონი ოფიციალურად გაიხსნა. ეს უკვე რიგით 12-ე ზაფხულია, რაც „ევროპარკი“ ფუნქციონირებს. როგორც „ფორტუნას”„ევროპარკიდან” აცნობეს, ეს არის საუკეთესო გასართობი ადგილი მთელი ოჯახისთვის.

ჩვენს აუზებში წყალი იფილტრება 24 საათის განმავლობაში, წყალი გადის მექანიკური და ტექნიკური დამუშავების რამდენიმე საფეხურს. თანამედროვე ელექტრონული მოწყობილობით ხორციელდება კონტროლი წყალში ქლორისა და PH-ის დონის შენარჩუნებაზე, რომელიც სასმელი წყლის დონეზეა. ამასთან, ჩვენთან ფუნქციონირებს ატრაქციონები (კამიკაძე, ბუგი-ბუგი, ბოდი სლაიდი, საბავშვო ატრაქციონი), სასრიალო ტოპოგანები… ჩვენთან ძალიან ხშირია დაბადების დღის აღსანიშნავი დღესასწაულების მოწყობაც. „ევროპარკში“ ფუნქციონირებს ასევე ბარი და სამზარეულო. გვაქვს მრავალფეროვანი მენიუ , სადაც შეგიძლიათ დააგემოვნოთ უგემრიელესი კერძები”, – აცხადებენ აკვაპარკ „ევროპარკში“.

რაც შეეხება თავად სეზონის გახსნის ოფიციალურ ცერემონიას, როგორც  „ევროპარკში“ აღნიშნეს, სეზონის გახსნას ძალიან ბევრი ადამიანი ელოდა, შესაბამისად, დღევანდელმა დღემ წარმატებით ჩაიარა.  „მომხმარებელთა აქტიურობამ  ნამდვილად დაგვანახა, რომ დღესდღეობით თბილისში „ევროპარკი” ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი ადგილია , როგორც ოჯახური დასვენებისთვის, ასევე მეგობრების შეკრებისთვის”, – განმარტეს აკვაპარკში და დასძინეს რომ,  აქ ზაფხულის სეზონი ყოველთვის ძალიან დატვირთულია.

ჩვენს აკვაპარკს საკმაოდ დიდი ტერიტორია აქვს, რაც საშუალებას გვაძლევს, მაქსიმალურად  კომფორტული გარემო შევუქმნათ მომხმარებელს. დღის განმავლობაში უამრავი ადამიანი გვსტუმრობს. ჩვენც, რა თქმა უნდა, გვაქვს რესურსი თითოეულ მათგანს  სასიამოვნო დღე გავატარებინოთ. აღსანიშნავია, რომ საქართველოში მხოლოდ „ევროპარკს” აქვს VIP ზონა – ლაუნჯი, რომლის აუზშიც  ჩაშენებულია შეზლონგები. VIP ზონაში ფუნქციონირებს ასევე ბარი და  ცოცხალი მუსიკა”, – განუცხადეს „ფორტუნას” აკვაპარკში.

აკვაპარკში ვიზიტის ფასები კი ასეთია: კვირის დღეებში, ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, ვიზიტის საფასური არის 30 ლარი, შაბათ-კვირას – 40 ლარი. თუმცა, მთელი სეზონის განმავლობაში, აკვაპარკი მომხმარებელს სთავაზობს აქციებს Swoop-სა და Hotsale-ზე.

ცნობისთვის, აკვაპარკი „ევროპარკი” ვ. ნინუას ქუჩა #3-ში მდებარეობს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები