LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ევროპამ მარტვილის კანიონი აღიარა – ქართული დაცული ტერიტორია კონკურსის გამარჯვებული გახდა

385
43345-1

მარტვილის კანიონის განვითარების პროექტი, ევროპის საბჭოს ევროპის ლანდშაფტების კონვენციის ფარგლებში ჩატარებული კონკურსის გამარჯვებული გახდადაჯილდოების ცერემონია 2020 წელს, „ევროპის საბჭოს ლანდშაფტების ფორუმის“ ფარგლებში გაიმართება.

პრიზის მოსაპოვებლად წარდგენილი იყო ევროსაბჭოს 47 წევრი ქვეყნის არაერთი პროექტი, რომლებმაც მნიშვნელოვანი როლი ითამაშეს ლანდშაფტების აღდგენაში და შექმნეს მაგალითი იმისა, თუ როგორ უნდა ხდებოდეს მსოფლიოში ლანდშაფტების აღდგენა, მართვა და მართვის პროცესში მოსახლეობის ჩართულობის უზრუნველყოფა.

მარტვილის კანიონისათვის ჯილდოს მინიჭება მისმა განსაკუთრებულმა მნიშვნელობამ და საზოგადოების გარემოსდაცვითი ცნობიერების გაზრდაში შეტანილმა წვლილმა განაპირობა.

5 პოპულარული, 2 ნაკლებად - ქართული დაცული ტერიტორიები, რომელიც უცხოელებს იზიდავთ

კეთილშობილი ირემი, ფოცხვერი, უჩვეულო მცენარეები და სხვა ბევრი რამ, რაც აუცილებლად უნდა ნახოთ.

კანიონზე დაცული ტერიტორიების ვიზიტორთა ცენტრის აშენების და ინფრასტრუქტურის მოწყობის შედეგად ტურიზმი გახდა უსაფრთხო, გაიზარდა ვიზიტორთა რაოდენობა, მიმდებარედ შეიქმნა ახალი სამუშაო ადგილები.

მარტვილის კანიონი საქართველოს ერთერთი გამორჩეული ბუნების ძეგლია. 2019 წელს, ის ყველაზე პოპულარული დაცული ტერიტორია გახდა. მიმდინარე წლის რვა თვეში კანიონს 150 000 ვიზიტორი ესტუმრა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები