LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ევროპა ზამთარში გაზის მოხმარებას საკუთარი ნებით 15%-ით შეამცირებს

64
TELEMMGLPICT000292404493_trans_NvBQzQNjv4BqqVzuuqpFlyLIwiB6NTmJwVSYfRx-a0rm-wOQ3-QTCoU

ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა ზამთარში ბუნებრივი გაზის მოხმარების 15%-ით ნებაყოფლობით შემცირების შესახებ პოლიტიკურ შეთანხმებას მიაღწიეს. ბუნებრივი აირის მოხმარების შესამცირებლად სახელმწიფოები შესაბამის ზომებს ინდივიდუალურად მიიღებენ. ამის შესახებ ოფიციალური განცხადება ევროპული საბჭოს ვებგვერდზეა გამოქვეყნებული.

ქვეყნები შეთანხმდნენ, რომ გაზის მოთხოვნა 15%-ით შეამცირონ გასული ხუთი წლის საშუალო მოხმარებასთან შედარებით, 2022 წლის 1- ლი აგვისტოდან 2023 წლის 31 მარტამდე. „გაზზე მოთხოვნის შემცირების მიზანია დაზოგვა ზამთრის წინა პერიოდში, რათა მოვემზადოთ რუსეთიდან გაზის მიწოდების შესაძლო შეფერხებისთვის, რასაც ის მუდმივად იყენებს, როგორც იარაღს“, – ნათქვამია განცხადებაში.

გერმანიის ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ სვენ გიგოლდმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ მიღებული დოკუმენტი არის უპრეცედენტო ნაბიჯი ევროპული სოლიდარობისთვის.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები