LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ევროკომისიის პრეზიდენტი ტრამპს ჯანმოსთან ურთიერთობის გაგრძელებისკენ მოუწოდებს

86
452

„მაშინ, როცა სამყარო „კოვიდ-19“-ის პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლას აგრძელებს, მთავარი ამოცანა სიცოცხლის გადარჩენა და პანდემიის შეკავებაა,”- ამის შესახებ განცხადებას ევროკომისიის პრეზიდენტი ავრცელებს.

ურსულა ფონ დერ ლაიენმა, ტრამპს მოუწოდა, გადახედოს მის გადაწყვეტილებას, რადგან “ქმედებები, რომლებიც საერთაშორისო შედეგებს შეასუსტებს თავიდან უნდა იქნეს აცილებული” და ახლა პანდემიასთან ბრძოლისას კოოპერაცია და საერთო გამოსავლების ძიებაა საჭირო.

ამასთან, ევროკომისიის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ევროკავშირი მზადაა, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას პანდემიასთან საბრძოლველად დამატებითი თანხები გამოუყოს.

შეგახსენებთ, ამერიკის შეერთებული შტატები ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციასთან ურთიერთობას წყვეტს. დონალდ ტრამპი ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას კორონავირუსის შესახებ ინფორმაციის დამალვასა და არაეფექტურობაში ადანაშაულებს.

ჩვენ ვწყვეტთ ურთიერთობას ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციასთან – დონალდ ტრამპი

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები