LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ევროკომისიის 12 პუნქტის ეკონომიკურ ნაწილში, ფაქტობრივად, უდიდესი ნაწილი უკვე შესრულებულია იმაზე ადრე, ვიდრე გვევალებოდა – ხუციშვილი

61
251487872_0_145_2048_1298_1920x0_80_0_0_6963accd354fd947615f6cbb6c0e9606

ევროკომისიის 12 პუნქტის ეკონომიკურ ნაწილში, ფაქტობრივად, უდიდესი ნაწილი უკვე შესრულებულია იმაზე ადრე, ვიდრე ეს ვადებით გვევალებოდა,- ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა მთავრობის სხდომის დასრულებისას ევროკომისიის 12 პუნქტის შესრულებაზე საუბრისას განაცხადა. როგორც ის განმარტავს, იმედოვნებს, რომ ყველა პუნქტი განსაზღვრულ ვადებზე ადრე შესრულდება.

“არის გარკვეული საკითხები, სადაც მუშაობაა გასაგრძელებელი. ბუნებრივია, ერთ დღეში ამხელა დოკუმენტის შესრულება შეუძლებელია. ჩვენ მივყვებით იმ გეგმას, რაც გაწერილია. ეკონომიკურ ნაწილში, ფაქტობრივად უდიდესი ნაწილი უკვე შესრულებულია იმაზე ადრე, ვიდრე ეს ვადებით გვევალებოდა. ფინანსურ ნაწილში, მათ შორის, საგადასახადო და საბაჟო ნაწილებში პრაქტიკულად 100%-თან ძალიან ახლოს არის ის მოცემულობა, რაც სახეზე გვაქვს ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებით. ბუნებრივია, რომ ყველა ვალდებულება სრულად იქნება შესრულებული იმ ვადებში, რა ვადებიც განსაზღვრულია. მოლოდინი მაქვს, რომ ყველა ის პირობა, რომელიც აღებული გვაქვს იმაზე ადრე შესრულდება, ვიდრე ეს ვალდებულებით გვქონდა განსაზღვრული“,- აღნიშნავს მინისტრი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები