LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ევროკავშირში მოგზაურობაზე დაწესებული შეზღუდვები შესაძლოა შემსუბუქდეს

65
1612310870-Viaje-Post-covid

ევროკომისია ევროკავშირის წევრ ქვეყნებს რეკომენდაციით მიმართავს, ვაქცინირებული პირებისთვის არააუცილებელ მოგზაურობაზე შეზღუდვები მოხსნან, – აღნიშნულ საკითხზე საუბარია ევროკომისიის განცხადებაში.

„ევროკომისია წინადადებით გამოდის, რომ წევრმა სახელმწიფოებმა ევროკავშირში არააუცილებელ მოგზაურობაზე დაწესებული შეზღუდვები შეამსუბუქონ, რათა მსოფლიოში ვაქცინაციის კამპანიის პროგრესი და ეპიდემიოლოგიური ვითარება გაითვალისწინონ. ევროკომისია წინადადებით გამოდის, ევროკავშირში შესვლის უფლება მიეცეს არა მხოლოდ იმ ქვეყნებიდან მომავალ პირებს, სადაც კარგი ეპიდემიოლოგიური ვითარებაა, არამედ ყველა იმ პირსაც, ვისაც ევროკავშირის მიერ დამტკიცებული ვაქცინის ბოლო დოზა აქვს მიღებული“, – ნათქვამია ევროკომისიის განცხადებაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები