LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ევროკავშირში მოგზაურობა კიდევ უფრო გართულდა – რეგულაციები გამკაცრდა

181
EU-Tourism-Reopening-Approved-Country-List

ევროკავშირი მოგზაურობასთან დაკავშირებულ რეგულაციებს ამკაცრებს.

ევროკომისიაში მიიჩნევენ, რომ ევროკავშირის არაწევრი ქვეყნებიდან მოგზაურების მისაღებად, აუცილებელია რამდენიმე კრიტერიუმის გათვალისწინება. მათ შორის არის ინფექციის გავრცელების მაჩვენებელი და ჩატარებული ტესტების რაოდენობა. მაგალითად, ბოლო 14 დღეში COVID-19-ის მაჩვენებელი ყოველ 100 000 მოსახლეზე 25-ს არ უნდა აღემატებოდეს. ჩატარებული ტესტების რაოდენობა კი, ბოლო შვიდ დღეში 100 000 მოსახლეზე სულ მცირე 300-ს უნდა აჭარბებდეს.

ევროკავშირის ახალი რეგულაციის მიხედვითვე, ყველა პირმა, მათ შორის ევროკავშირის წევრი ქვეყნების მოქალაქეებმა, თვითმფრინავში ჩაჯდომამდე უნდა ჩაიტარონ PCR ტესტი. აღსანიშნავია, რომ ტესტის ჩატარების ხანდაზმულობა 72 საათს არ უნდა აჭარბებდეს, თუმცა ევროკავშირის წევრი ქვეყნების მოქალაქეები კოვიდ-ტესტის გაკეთებას ევროპის ნებისმერ ქვეყანაში ჩასვლის შემდეგაც შეძლებენ. რაც შეეხება EU-ს არაწევრი ქვეყნების მოქალაქეებს, მათ ტესტის პასუხთან ერთად შესაძლოა, მოუწიოთ 14-დღიანი კარანტინის გავლა.

შენგენში საქართველოდან უვიზოდ შესვლა რთულდება - გაიგეთ, ვის შეგვიშვებენ და ვის არა

დეტალური ინფორმაცია შენგენის ზონის წევრ ქვეყნებში უვიზოდ მგზავრობის შესახებ

შეგახსენებთ, საქართველოდან შენგენის ზონაში შესვლა უკვე ისედაც გართულდა. კერძოდ, 2021 წლის 1-ლი იანვრიდან, ძალაში შევიდა საკანონმდებლო ცვლილება, რომლის თანახმადაც, შენგენის რეგულაციით გათვალისწინებული დოკუმენტაცია დამატებით საქართველოს სასაზღვრო გამტარ პუნქტზეც შემოწმდება. საქართველოს მოქალაქეს შეიძლება უარი ეთქვას საქართველოს საზღვრის გადაკვეთაზე თუ მას ეკრძალება ევროკავშირის/შენგენის ზონის რომელიმე ქვეყანაში შესვლა ან ვერ წარადგენს კანონით გათვალიწინებულ საბუთებს.

უვიზოდ გამგზავრება შესაძლებელია ევროკავშირის/შენგენის ზონის წევრ შემდეგ სახელმწიფოებში: ავსტრია, ბელგია, გერმანია, დანია, ესპანეთი, ესტონეთი, იტალია, ლატვია, ლიეტუვა, ლუქსემბურგი, მალტა, ნიდერლანდები, პოლონეთი, პორტუგალია, საბერძნეთი, საფრანგეთი, სლოვაკეთი, სლოვენია, უნგრეთი, ფინეთი, ჩეხეთი, ისლანდია, ლიხტენშტაინი, ნორვეგია, შვედეთი, შვეიცარია, ბულგარეთი, ხორვატია, კვიპროსი და  რუმინეთი.

ნებისმიერი ასეთი ვიზიტის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 90 დღეს ნებისმიერ 180 დღიან პერიოდში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები