LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ევროკავშირმა საქართველოში ადამიანის უფლებების დაცვის მიმართულებით 11,8 მილიონი ლარი გამოყო

67

საქართველოში სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერებისა და ადამიანის უფლებების დაცვის მიმართულებით, ევროკავშირმა 11,8 მილიონი ლარი გამოყო. აღნიშნული თანხით 8 პროექტი დაფინანსდება.

საგრანტო კონკურსის გამარჯვებულების გამოვლენის ღონისძიებაზე ევროკავშირის ელჩი იანოშ ჰერმანი იმყოფებოდა.

როგორც იანოშ ჰერმანმა განაცხადა, მსგავსი ტიპის პროექტებს ევროკავშირი საქართველოში 8 წელი ახორციელებს და მსგავსი პროექტები მომავალშიც გაგრძელდება.

„სამოქალაქო საზოგადოების მხარდაჭერა ევროკავშირისთვის ერთ-ერთი პრიორიტეტული საკითხია როგორც გლობალურ დონეზე, ასევე ადგილობრივად, საქართველოში. შეირჩა ის 8 პროექტი, რომელიც მიზნად ისახავს მოქალაქეთა აქტიური ჩართულობის გაძლიერებას და ადამიანთა უფლებების განმტკიცებას“, – განაცხადა იანოშ ჰერმანმა.

საგრანტო კონკურსში გამარჯვებულ პროექტებს შორის არის: სოციალური სერვისების ხელმისაწვდომობა; ფსიქიკური ჯანმრთელობა და ადამიანთა უფლებები; ბავშვებზე ზრუნვა; წყალი, სანიტარია, ჰიგიენა; სამოქალაქო მონაწილეობა და კარგი მმართველობა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები