LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ევროკავშირის საბჭოს სამიტის მთავარი თემა დღეს ბრექსიტი იქნება

85
1471962919_23

ევროკავშირის საბჭოს ორდღიანი სამიტი ბრიუსელში დღეს იწყება, რომლის მთავარი თემაც ბრექსიტი იქნება. ჩინეთთან ურთიერთობები, ეკონომიკა და კლიმატური ცვლილებები – ეს იმ თემების ჩამონათვალია, რომლებიც ევროკავშირის საბჭოს სამიტის დღის წესრიგში დგას.

ევროკავშირის საბჭოს სამიტზე, ევროკავშირის 27 წევრი ქვეყნის წარმომადგენელი გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრ ტერეზა მეის მოუსმენს, რომელიც ბრექსიტის გადავადების მიზეზებზე ისაუბრებს. შემდეგ კი, საბჭო ბრექსიტის თარიღის გადავადების ხანგრძლივობაზე იმსჯელებს. ევროკავშირის მხრიდან საბოლოო გადაწყვეტილება იქამდე არ არის მოსალოდნელი, ვიდრე მომდევნო კვირას დიდი ბრიტანეთის პარლამენტში ბრექსიტის შეთანხმებაზე დაგეგმილი მორიგი კენჭისყრის შედეგები არ გახდება ცნობილი.

სამუშაო ვახშამზე ევროკავშირის 28 წევრი ქვეყნის ლიდერი ჩინეთთან თავდაცვითი სტრატეგიის შემუშავებაზე იმსჯელებს. ლიდერები ყურადღებას გაამახვილებენ იმ გარემოებაზე, რომ ჩინეთი ევროპულ ბაზარზე დაუბრკოლებელი წვდომით სარგებლობს, თუმცა პეკინი ვერ პასუხობს ევროკავშირს ადეკვატურად.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები