LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ევროკავშირის დახმარებას საქართველო მიიღებს, როგორც ერთ-ერთი მოწინავე ქვეყანა: ვოლსკი

47
გია

პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ განაცხადა, ევროკავშირის დახმარებას საქართველო მიიღებს, როგორც ერთ-ერთი მოწინავე ქვეყანა.

ვოლსკის თქმით, ევროკავშირში ქვეყნის პოზიციების განმტკიცება სწორედ იმ რეფორმებზეა დამოკიდებული, რომელზეც შარლ მიშელიც საუბრობს.

„პოლიტიკური სპეკულაციების მოყვარულებისთვის რეფორმების მოთხოვნა იქნება ისეთი უცხო რამ, რომ თითქოს არ გაუგიათ, რომ ევროკავშირში ჩვენი პოზიციების კიდევ უფრო გამყარება და საბოლოო ჯამში წევრობა ეფუძნება რეფორმების მთელ რიგ ეტაპებს, რომლის დიდი ნაწილი არის წარმატებით შესრულებული და ჩვენ გვაქვს საკმაოდ მყარი პოზიციები, როგორც ასოცირებულ წევრს ევროკავშირის, ასევე თავისუფალი ვაჭრობის მქონე და თავისუფალი გადაადგილების მქონე ქვეყანას.

აქედან გამომდინარე, შეიძლება ცალსახად ითქვას, რომ საქართველოს არასდროს ჰქონია ევროკავშირის ფორმატში ასეთი მძლავრი პოზიციები, როგორიც დღეს აქვს. ეს იმას არ ნიშნავს, რომ რეფორმები უნდა შეჩერდეს ყველა დარგში, მათ შორის სასამართლო, საგანმანათლებლო სისტემაში თუ სხვა სფეროებში რეფორმები მიმდინარეობს და იქნება გაცილებით უფრო მყარი ჩვენი პოზიცია, როცა 2024 წელს გავაკეთებთ განაცხადს ევროკავშირის სრულუფლებიან წევრობაზე.

რასაკვირველია, ევროკავშირის საკმაოდ მნიშვნელოვანი დახმარება ზოგიერთი პოლიტიკური სუბიექტისთვის ძალიან მძიმე მოსასმენია და თუ ეს განხორციელდება რასაკვირველია, საკმაოდ მძიმე იქნება პოლიტიკური პოზიცია იმ პოლიტიკური სუბიექტების, რომლებიც გუშინ ამბობდნენ, რომ საქართველო უნდა დაისაჯოს, რომ საქართველოს უნდა დაუწესდეს სანქციები, ამასთან დაკავშირებით ინტერპრეტაცია მუდმივად მოხდება. ევროკავშირის დახმარებას საქართველო მიიღებს როგორც ერთ-ერთი მოწინავე ქვეყანა და მოწინავე არა მარტო რეგიონში,“ – განაცხადა ვოლსკიმ.

მან კიდევ ერთხელ განმარტა, თუ რატომ გავიდა „ქართული ოცნება“ მიშელის დოკუმენტიდან და აღნიშნა, რომ დოკუმენტს ოპონენტები არა მხოლოდ ხელისუფლების, არამედ ქვეყნის საწინააღმდეგოდ იყენებდნენ.

„რეალურად შეიქმნა გარემო, როცა „ნაცმოძრაობა“ ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტია გადავიდა პირდაპირ საბოტაჟის რეჟიმზე, რათა დესტაბილიზაციისთვის შეექმნა სათანადო პირობები, შარ მიშელის დოკუმენტის გამოყენება ამისთვის გახდა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რესურსი დესტაბილიზაციის მომხრეთა და მოსურნეთა ხელში. ეს არის რეალობა და ამის გათვალისწინებით გადაწყვიტეთ, რომ გამოვიდეთ დოკუმენტიდან, სადაც გარკვეულ ვალდებულებებს ვიღებთ, როცა არც ერთი ოპონენტი მცირე გამონაკლისის გარდა, არათუ არ იღებს, არამედ პირიქით იყენებს იმისათვის, რომ მექანიზმები გაეზარდოს დესტაბილიზაციისთვის,“- განაცხადა ვოლსკიმ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები