უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის დარღვევისთვის ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს კიდევ ექვსი თვით ახანგრძლივებს.

საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება ევროკავშირის ოფიციალურ ვებ-გვერდზე დღეს გამოქვეყნდა.

სანქციები უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის შელახვის საფრთხის გამო 2022 წლის 15 მარტამდე შენარჩუნდება.

რაც შეეხება თავად სანქციების ფორმას – ის ითვალისწინებს პასუხისმგებელი პირებისათვის მოგზაურობის შეზღუდვებს, აქტივების გაყინვასა და მათთვის ეკონომიკური საქმიანობის ხელმისაწვდომობის შეზღუდვას.

სანქციები 177 ფიზიკურ პირსა და 48 კომპანიაზე ვრცელდება.

სამართლებრივი აქტები საბჭომ წერილობითი პროცედურით მიიღო.

შეგახსენებთ, უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის ხელყოფის ან საფრთხის შემცველი ქმედებების გამო შემზღუდავი ზომები პირველად 2014 წლის 17 მარტს შემოიღეს.

უკრაინის კრიზისის საპასუხოდ, ევროკავშირის მიერ დადგენილი სხვა ზომები მოიცავს ეკონომიკურ სანქციებს, რომლებიც რუსეთის ეკონომიკის კონკრეტულ სექტორებზეა მიმართული. ყირიმისა და სევასტოპოლის უკანონო ანექსიის საპასუხოდ მირებული ზომები  2022 წლის 23 ივნისამდე მოქმედებდა.

სანქცირებული პირებისა და კომპანიების სია რეგულარულად განიხილება და პერიოდულად ახლდება საბჭოს მიერ. Ad desktop banner Ad mobile banner

ნინო გოგილაშვილი
ავტორი

მსგავსი თემები