LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ევროკავშირი მკაცრად გმობს სტანიცა ლუგანსკაში საბავშვო ბაღის დაბომბვას: ჯოზეფ ბორელი

107
ჟოზე ბორელი

„ევროკავშირი მკაცრად გმობს სტანიცა ლუგანსკაში საბავშვო ბაღის დაბომბვას“, – ამის შესახებ საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ჯოზეფ ბორელმა განაცხადა. მისი განმარტებით, სამოქალაქო ინფრასტრუქტურის ასეთი დაბომბვა სრულიად მიუღებელია და წარმოადგენს ცეცხლის შეწყვეტის და მინსკის შეთანხმებების აშკარა დარღვევას.

ჯოზეფ ბორელის თქმით, ევროკავშირი სრულად უჭერს მხარს ეუთოს სპეციალური სადამკვირვებლო მისიის მუშაობას და უკრაინის მთელ ტერიტორიაზე მისი შეუზღუდავი წვდომისკენ მოუწოდებს.

„ევროკავშირი მოუწოდებს დაუყოვნებლივ შეწყდეს ძალადობის ესკალაცია და აფასებს უკრაინას მუდმივი თავშეკავებისთვის. ევროკავშირი ერთიანია უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ურყევ მხარდაჭერაში,”- აცხადებს ჯოზეფ ბორელი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები