LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ევროკავშირი დამატებით 5 ქვეყნის მოქალაქეებისთვის საზღვრებს ხსნის

106
715x400 (6)

მოგზაურობა შეზღუდვების გარეშე – ევროკავშირი მორიგ გადაწყვეტილებას იღებს და მის წევრ სახელმწიფოებში მოგზაურობის დროს, დამატებით 5 ქვეყნის მოქალაქეებს რეგულაციებს უმსუბუქებს.

ევროკავშირი ამერიკელი ტურისტებისთვის საზღვრებს გახსნის

ევროკავშირის წარმომადგენელმა საბჭომ გადაწყვეტილების მიღების შესახებ დღეს გამოაცხადა.

ქვეყნების სიას ემატება აშშ, ჩრდილოეთ მაკედონია, სერბეთი, ლიბანი და ალბანეთი. შეზღუდვების გარეშე ევროკავშირში მგზავრობას შეძლებენ ჩინეთის ორი ადმინისტრაციული ერთეულიდან – ჰონგ-კონგიდან და მაკაოდანაც.

აღნიშნული ქვეყნების მოქალაქეები შეძლებენ, ესტუმრონ ევროკავშირის სახელმწიფოებს ვიზიტის მიზნის დასაბუთებისა და ვაქცინაციის სტატუსის მიუხედავად.

ევროკავშირმა მისი არაწევრი ქვეყნებიდან ბლოკში შესვლა გასული წლის მარტში, პანდემიასთან ბრძოლის მიზნით შეზღუდა. მოგვიანებით კი საზღვრები 9 ქვეყნის მოქალაქეებისთვის გახსნა. დღევანდელი გადაწყვეტილების შედეგად, უკვე 14 ქვეყნის მოქალაქე შეძლებს, ევროკავშირის სახელმწიფოებს ესტუმროს.

ინფორმაცია ამერიკელი ტურისტებისთვის საზღვრების მოსალოდნელი გახსნის შესახებ, უცხოურ მედიასაშუალებებში რამდენიმე დღის წინ გავრცელდა. ამის საპასუხოდ, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ევროპას და სახელმწიფოების ლიდერებს მოუწოდა, სიფრთხილე გამოიჩინონ, რადგან კორონავირუსის “დელტა” ვარიანტი საგანგაშოდ სწრაფად ვრცელდება და ვირუსს კვლავ უპირატესობა აქვს.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონულმა დირექტორმა, ჰანს კლუგემ თქვა, რომ კარგად ესმის ადამიანების, რომლებსაც არ სურთ კიდევ ერთი ზაფხულის დათმობა, მაგრამ “ზაფხულის არდადეგებმა არ უნდა გამოიწვიოს კიდევ ერთი ჩაკეტილი ზამთარი”.