LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ევროკავშირი ბელარუსის ხელისუფლებას მოუწოდებს, მარია კოლესნიკოვა დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს

80
1

ევროკავშირი ბელორუსიის ოპოზიციონერი ლიდერის მარია კოლესნიკოვას დაუყოვნებლივ გათავისუფლება მოითხოვს.

აღნიშნული მოწოდება მას შემდეგ გავრცელდა, რაც ბელარუსის სასამართლომ ოპოზიციის ერთ-ერთ ლიდერს, მარია კოლესნიკოვას დღეს 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

ევროკავშირში მომხდარს გმობენ და აცხადებენ, რომ გაერთიანება გააგრძელებს ძალისხმევას ბელარუსის ხელისუფლების მხრიდან სასტიკი რეპრესიებისთვის პასუხისგების საკითხის დაყენებაზე.

“ევროკავშირი გმობს მინსკის რეჟიმის უწყვეტ, უხეშ უპატივცემულობას ადამიანის უფლებებისა და ფუნდამენტური თავისუფლებების მიმართ.” – აღნიშნულია პრესსპიკერის განცხადებაში, რომელიც ასევე ამბობს, რომ ევროკავშირი გააგრძელებს ძალისხმევას, რათა ხელისუფლების მხრიდან სასტიკ რეპრესიებს ხელი შეუშალოს.

დღესვე, ევროკავშირის აღმასრულებელი კომისიის წარმომადგენელმა თქვა, რომ მარია კოლსნიკოვა და მისი თანამოაზრე ოპოზიციონერი მაქსიმ ზნაკი, რომელსაც 10-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს, დახურულ კარს მიღმა გაასამართლეს უსაფუძვლო ბრალდებით.

მარია კოლესნიკოვა პრეზიდენტ ალექსანდრე ლუკაშენკოს წინააღმდეგ მასობრივი ქუჩის საპროტესტო აქციების ერთ-ერთი ლიდერია. კოლესნიკოვასა და კიდევ ერთ ოპოზიციონერს, მაქსიმ ზნაკს, ბრალად ედებათ ექსტრემიზმი და ძალაუფლების უკანონოდ ხელში ჩაგდების მცდელობა.