LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ევროკავშირი აზერბაიჯანულ და სომხურ ძალებს საომარი მოქმედებების დაუყონებლივ შეწყვეტისკენ მოუწოდებს

179
14evrokavshiri-10

ევროკავშირი აზერბაიჯანულ და სომხურ ძალებს მიმდინარე საომარი მოქმედებების დაუყოვნებლივ შეწყვეტისკენ მოუწოდებს.

მთიან ყარაბაღში აზერბაიჯანისა და სომხეთის სამხედრო ნაწილებს შორის შეტაკებები მიმდინარეობს

„ევროკავშირი ერთგული რჩება, დაძაბულობის დაძლევაში დაეხმაროს [მხარეებს] და სამხრეთ კავკასიაში მდგრადი მშვიდობისა და სტაბილურობისთვის საკუთარი ჩართულობა განაგრძოს“, – ნათქვამია განცხადებაში.

ცნობისთვის, აზერბაიჯანისა და სომხეთის სამხედრო ნაწილებს შორის მთიან ყარაბაღში დაპირისპირებებისა და მსხვერპლის შესახებ ვრცელდება ინფორმაცია.

ეუთო – მოვუწოდებთ სომხეთსა და აზერბაიჯანს, მიიღონ დეესკალაციისა და დიალოგის განახლებისთვის ყველა საჭირო ზომა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები