LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ევროკავშირი აშშ-ს ირანთან დაკავშირებით თავშეკავებისკენ მოუწოდებს

107
1557805558-60111887_10219488371102348_8753118356833304576_o-e1557806170951-1024x678

აშშ-ის სახელმწიფო მდივან მაიკ პომპეოსთან შეხვედრის შემდეგ საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა კომისარმა, ფედერიკა მოგერინიმ განაცხადა, რომ საჭიროა სამხედრო ესკალაციის თავიდან აცილება.

ევროკავშირის მთავარმა დიპლომატმა კიდევ ერთხელ მოუწოდა ირანს, შეასრულოს ბირთვული შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულებები.

„ჩვენ მოვუწოდებთ ირანს, შეასრულოს ბირთვული შეთანხმების ყველა პირობა და ჩვენი მხრიდან გამოვთქვამთ მზადყოფნას, გავაგრძელოთ ბირთვული შეთანხმების შესრულება,“ – განაცხადა მოგერინიმ.

ირანთან დაკავშირებით სამხედრო ესკალაციის თავიდან აცილების აუცილებლობაზე ისაუბრა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჰაიკო მაასმაც. მისი თქმით, ევროკავშირსა და აშშ-ს ერთი მიზანი აქვთ, თუმცა ისინი სხვადასხვა გზებით მიდიან და გააჩნიათ განსხვავებული შეხედულებები იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ უნდა მიაღწიონ დასახულ მიზანს. მისი განმარტებით, ევროკავშირისა და აშშ-ის მიზანია, არ დაუშვან, რომ ირანს ჰქონდეს ბირთვული იარაღი.

13 მაისს აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო ბრიუსელში დაუგეგმავი ვიზიტით ჩავიდა ირანთან დაკავშირებით შექმნილი ვითარების განსახილველად.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები