LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ეტყობა კობახიძეს ძალიან შურს იმ ხალხის, ვინც აუზზე დადის” – ანა დოლიძე [ვიდეო]

610
ანა-დოლიძე-2

„5 დღიდან მან მხოლოდ ერთი არასრული დღე გაატარა ჩვენთან ერთად და იმ ერთი დღიდან ნახევარი დღე იყო აუზზე,“ – ეს განცხადება პარლამენტის თავმჯდომარეს ეკუთვნის. ირაკლი კობახიძემ ანა დოლიძის კრიტიკას ასე უპასუხა. ამით მან ხაზი გაუსვა იმას, რომ იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრი, ანა დოლიძე ბორჯომში სასამართლო რეფორმის შეხვედრაზე სამუშაო პროცესში ჩართული არ ყოფილა.

“ბოლო ხუთი სრული დღე დავუთმეთ ამ საკითხის განხილვას, მათ შორის გვქონდა ორი ორდღიანი გასვლითი სამუშაო შეხვედრა. ყველა მხარე იყო ჩართული ამ განხილვებში, გარდა ქალბატონი ანა დოლიძისა. აი, ეს არის რეალობა და აქედან გამომდინარე მის განცხადებებს სერიოზულად ვერ მივიღებ,” — აღნიშნა კობახიძემ.

ანა დოლიძემ კი ამ განცხადებას „ფეისბუქ ლაივში“ უპასუხა.

„ირაკლი კობახიძეს საინტერესო და შალიკოვისეული განცხადება გაუკეთებია თავის სტილში.

ეტყობა ირაკლი კობახიძეს ძალიან შურს აუზზე ვინც დადის იმ ხალხის, ალბათ თმები რომ არ დაუსველდეს, არ ჩადის ხოლმე აუზში. ხანდახან თავი რომ ჩაყოს აუზში არ იქნება მისთვის ცუდი,“ – უპასუხა ანა დოლიძემ კობახიძის კრიტიკას, ხოლო შეხვედრას უნაყოფო უწოდა.

ანა დოლიძის განცხადებით ეს ჯგუფი ცდილობს ლევან მურუსიძესთან კონსულტაციებში შეყვანას.

„ამ შეხვედრაზე რომ მივედი, დღეს ვთქვი, რომ სამუშაო ფორმატმა არანაირი შედეგი არ მოიტანა. რატომღაც ჩვენ მურუსიძესთან უნდა ვიაროთ კონსულტაციებზე და დავეკითხოთ როგორი უნდა იყოს სასამართლო ხელისუფლება საქართველოში. თავიდანვე ვთქვი, რომ ეს არის ყავის სმა მურუსიძესთან. თუ უნდა კობახიძეს დალიოს ყავა მასთან, რა დროც დარჩენია პარლამენტის თავმდჯომარედ. მე არ ვაპირებ ნამდვილად ყავის სმას მურუსიძესთან,“ – განაცხადა დოლიძემ.

კობახიძის შეფასებას წინ უსწრებდა ანა დოლიძისი განცხადება, რომ “ირაკლი კობახიძის მიერ წარმოდგენილი ცვლილებები ფარსია”.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები