LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ამ ეტაპზე სრული „ლოქდაუნი“ არ არის ოპტიმალური გამოსავალი – ალექსანდრე გოგინავა

185
goginava

“სრული „ლოქდაუნის“ გამოცხადება ქვეყანაში ვთვლი, რომ არ არის სწორი. თუ შევხედავთ ზოგად ეპიდემიოლოგიურ სიტუაციას ეს არ იქნებოდა ოპტიმალური გამოსავალი“,- ამის შესახებ ინფექციონისტმა, ალექსანდრე გოგინავამ „ფორტუნას“ ეთერში, გადაცემა „დღის თემაში“ განაცხადა.

მისი ვარაუდით ისეთი ქვეყნისთვის, როგორიც საქართველოა სრული „ლოქდაუნის“ გამოცხადება შესაძლოა ცუდად დასრულდეს.

„სრულ „ლოქდაუნს“ მოყვება საკმაოდ სერიოზული ეკონომიკური და სოციალური პრობლემები მოყვება. ისეთი ქვეყნისთვის როგორიც საქართველოა კიდევ ერთხელ სრული „ლოქდაუნის“ გამოცხადება შეიძლება ძალიან ცუდად დასრულდეს“,- განაცხადა ინფექციონისტმა.

ალექსანდრე გოგინავა წერტილოვანი შეზღუდვების პოზიციას ემხრობა და ამბობს, რომ სახელმწიფოს მხრიდან განხორციელებული შეზღუდვების პარალელურად, მნიშვნელოვანია საზოგადოების დამოკიდებულება.

„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ადამიანება გავიაზროთ არსებული სიტუაციის სიმძიმე და მინიმუმ დავიცვათ ის რეკომენდაციები, რაზეც მიგვითითებენ. ამით ხელს შევუწყობთ ეპიდემიოლოგიური სიტუაციის დასტაბილურებას, ამიტომ, ვთვლი, რომ „ლოქდაუნის“ გამოცხადება ამ ეტაპზე არ იქნებოდა სწორი. თუ შევხედავთ ზოგად სიტუაციას სრული„ლოქდაუნი“ არ იქნებოდა ოპტიმალური გამოსავალი. სჯობს წერტილოვანი შეზღუდვებით და მაღალი საზოგადოებრივი პასუხისმგებლობით მოვახერხოთ და მეტნაკლებად ვცადოთ არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარების დასტაბილურება“,- განაცხადა ალექსანდრე გოგინავამ.

ცნობისთვის, დღეს მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ წერტილოვანი შეზღუდვების შემოღება დააანონსა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები