ესტონეთ-რუსეთის საზღვარზე სარადარო სისტემის განსათავსებლად აშშ 5 მილიონ დოლარს გამოყოფს.

ესტონეთის შინაგან საქმეთა სამინისტროში ამბობენ, რომ რადარი მდინარე ნარვაზე განთავსდება და სასაზღვრო ზონის უსაფრთხოებას მნიშვნელოვნად გააძლიერებს. აშშ-ის მიერ დაფინანსებული სარადარო სისტემა 82 მილიონ დოლარიანი პროექტის ნაწილია, რომელიც ესტონეთ-რუსეთის სასაზღვრო ზონის უსაფრთხოების გაძლიერებას და მთლიანი საზღვრის ტექნიკური სამეთვალყურეო სისტემებით აღჭურვას ისახავს მიზნად.

ესტონეთის შინაგან საქმეთა მინისტრის ანდრეს ანველტის განცხადებით, ახალი სარადარო სისტემა ესტონეთის ნატოელი მოკავშირეებისთვისაც მნიშვნელოვანია.

მსგავსი თემები