LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ესპანური ტელევიზია ხატია ბუნიათიშვილს „პიანინოს ბიონსეს“ უწოდებს (ვიდეო)

987
xatia-buniatishvili

„პიანინოს ბიონსე“ – ასე დაასათაურა ერთ-ერთმა ესპანურმა ტელევიზიამ სიუჟეტი ქართველი პიანისტის, ხატია ბუნიათიშვილის შესახებ. მუსიკოსი პალმა დე მალიორკაზე კონცერტისთვის ემზადება. მოგეხსენებათ, მას ხანგრძლივი ტურნე აქვს, რომელიც მსოფლიოს გარშემო არაერთ ქალაქს მოიცავს.

ხატიამ ეს სიუჟეტი საკუთარი ოფიციალურ „ფეისბუქ“-გვერდზე გააზიარა, რის შემდეგაც მას კომენტარები მოჰყვა. პიანისტის ერთ-ერთი უცხოელი თაყვანისმცემელი წერს: „საშინლად არ მომწონს ამ ვიდეოს სათაური. არავის უნდა შეგადარონ, როცა შენი სილამაზი, იდენტობა და ხელოვნება ცხადად გამოიხატება შენს პერსონასა და მუსიკაში, რომელსაც ქმნი. შენ ხატია ხარ!..“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები