LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ესპანეთში ჩასულ ყველა მოგზაურს სავალდებულო კარანტინის გავლა მოუწევს

127
spain touristcrnt

ესპანეთში ჩასულ ტურისტებს ორკვირიანი სავალდებულო კარანტინი ელოდებათ. ახალი წესი ძალაში 15 მაისიდან შევა და მისი მიზანი პანდემიის მეორე ტალღის თავიდან აცილებაა.

კორონავირუსის ერთ–ერთ ეპიცენტრში სიტუაცია ნელ–ნელა რეგულირდება და ქვეყანამ შვებით ამოსუნთქვა დაიწყო.

ამჯერად მთავარი საფრთხე ის ადამიანები არიან, ვისაც ვირუსის შემოტანა სხვა ქვეყნიდან შეუძლია.

„ძალიან უნდა მოვინდომოთ და სიტუაცია ვაკონტროლოთ მანამ, სადაც სხვა ქვეყნებშიც ისეთივე სტაბილური სიტუაცია არ იქნება, როგორც ჩვენთან“ – აცხადებს ჯანდაცვის სამინისტროს კოორდინატორი ფერნანდო სიმონი.

ოფიციალური ინფორმაციით, ესპანეთში ახალი შემთხვევების რაოდენობა ბოლოს 594 იყო, რაც უკანასკნელი 2 თვის განმავლობაში ყველაზე დაბალი მაჩვენებელია. ზოგადად კი ქვეყანას კორონავირუსის 228,030 დადასტურებული შემთხვევა აქვს.

მკაცრი კარანტინი 15–24 მაისს იმოქმედებს და სახლიდან გასვლა მხოლოდ მაღაზიასა და აფთიაქში იქნება ნებადართული.

ტურისტულ სააგენტოებს, ოპერატორებს თუ კომპანიებს დაევალებათ, რომ ქვეყანაში შესვლის წინ ახალი წესი ყველა ტურისტს გააცნონ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები