LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ესპანეთს ტურისტების მიღება ივნისის ბოლოდან სურს

87
spaintuouristnews

მადრიდმა ძალიან გააოცა თავისი ევროპელი პარტნიორები, როდესაც 2–კვირიანი სავალდებულო კარანტინი შემოიღო და საზღვრებიც კარგად ჩაკეტა, რათა COVID-19–ის ახალი ტალღა არ გამოეწვია. ეს მაშინ როცა ბევრმა ევროპულმა ქვეყანამ რეგულაციების ეტაპობრივად მოხსნა დაიწყო.

თუმცა, ეს ნორმები რაღა თქმა უნდა დროებითია და როგორც ტრანსპორტის მინისტრმა ხოსე ლუის აბალოსმა განაცხადა, შეზღუდვების შემსუბუქების პარალელურად ტურიზმიც აღდგება.

„როგორც კი ესპანელებს სხვადასხვა რეგიონების მონახულების საშუალება მიეცემათ, უცხოელები ესპანეთში შემოსვლას შეძლებენ“ – დააზუსტა მინისტრმა.

„დიდი იმედი მაქვს, რომ ივნისის ბოლოსთვის აქტიურ ტურიზმს დავიწყებთ, ესპანეთი ყველაზე მიმზიდველ ჯანსაღ დანიშნულებად უნდა იქცეს“.

ტურიზმი ესპანეთის ეკონომიკის 12%–ს შეადგენს და კორონავირუსმა ქვეყანას მილიარდობით დოლარი დააკარგვინდა. მარტსა და აპრილში უმუშევართა რაოდენობა მკვეთრად გაიზარდა და სახელმწიფო მილიონობით ადამიანს დაეხმარა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები