LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ესპანეთმა ტურისტებისთვის საზღვრები გახსნა

103
960x0

ესპანეთი ევროპელი ტურისტებისთვის საზღვრებს ხსნის. ესპანეთში ჩასვლა ევროკავშირის, ასევე შენგენის ზონის წევრი ქვეყნებისა და დიდი ბრიტანეთის მოქალაქეებსაც შეეძლებათ. ამის შესახებ BBC იუწყება.

უკვე ცნობილია, რომ ესპანეთში ჩასულ ევროპელ ტურისტებს კარანტინის გავლა არ მოუწევთ.

თუმცა, როგორც ესპანეთის პრემიერ მინისტრმა განცხადა, ჰიგიენის ნორმების დაცვა მკაცრად გაკონტროლდება. აეროპორტებში მგზავრებს სიცხეს გაუზომავენ, ამასთან გამოკითხავენ დაავადების ისტორიასაც.

ამ ეტაპზე ლისაბონის მოთხოვნით, დახურული რჩება საზღვარი პორტუგალიასთან.

შეგახსენებთ, რომ ესპანეთი კორონავირუსმა ევროკავშირის წევრებს შორის იტალიისა და გაერთიანებული სამეფოს შემდეგ, ყველაზე მეტად დააზარალა. ეპიდემიის შედეგად გარდაიცვალა 28 322 ადამიანი.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები