LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ესპანეთი განსხვავებული საზღვაო სეზონისთვის ემზადება, დანიაში კი მუზეუმები და კინოთეატრები იხსნება

112
1000x-1

8 ივნისიდან დანიაში ახალი კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვები კიდევ უფრო შემსუბუქდება.

იგეგმება მუზეუმების, გასართობი პარკებისა და კინოთეატრების გახსნა.

11 მაისიდან დანიაში სავაჭრო ცენტრები, ხოლო 18 მაისიდან რესტორნები, კაფეები გაიხსნება და უფროსკლასელი მოსწავლეები სკოლებში დაბრუნდებიან.

“არავინ უნდა ელოდოს, რომ რესტორნები ან სკოლები ძველებურად იქნება, არც საფეხბურთო მატჩები, რადგან მაყურებელი არ იქნება,” – განაცხადა პერმიერ-მინისტრმა ფრედერიკსენმა.

ღამის კლუბები, სპორტული და საკონცერტო დარბაზები ეკონომიკის გახსნის მეოთხე ეტაპამდე დახურულ იქნება. ამ დაწესებულებებს, სავარაუდოდ, აგვისტოდან გახსნიან.

ამჟამად, დანია მეზობელ ქვეყნებთან ერთად მგზავრობის აკრძალვის მოხსნას და სასაზღვრო კონტროლის საკითხს განიხილავს.

აღსანიშნავია, რომ დანიაში ბაღები და 6-დან 12 წლამდე მოსწავლეებისთვის სკოლები 2 კვირის წინ გაიხნა. 20 აპრილიდან კი სალონების და სხვა მცირე ბიზნესების მუშაობა განახლდა.

შეზღუდვების მოხსნის მიუხედავად ქვეყანაში ყოველდღიურად ახალი დაინფიცირების მაჩვენებელი შემცირებულია.

პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ვირუსის გავრცელებას აკონტროლებენ.

დანია ერთერთი პირველი ქვეყანა იყო, რომელმაც საჯარო შეკრებებზე ზომები გაამკაცრა – სკოლები, რესტორნები, ბარები დახურა.

 

ესპანეთში განსხვავებული საზღვაო სეზონისთვის ემზადებიან. ხელისუფლებას ჯერ სანაპიროების გახსნის ოფიციალური თანხმობა არ გაუცია. მადრიდში ფიქრობენ, რომ შესაძლოა საგანგებო მდგომარეობის გახანგრძლივება გახდეს საჭირო.

 

ესპანეთის ავტონომიური გაერთიანება გალისია, სანაპიროს 780 ნაწილად დაყოფას გეგმავს.

გალისიის მერი აცხადებს, რომ რომ ყველა ნაწილი არის ცხრა კვადრატული მეტრი, სადაც მხოლოდ ორი ადამიანი შეიძლება იყოს. ამ შემთხვევაში იმაზე მეტი სივრცე იქნება, ვიდრე ექსპერტები გვირჩევენ (ოთხ კვადრატულ მეტრზე ერთი ადამიანის ყოფნა).

ახალი გეგმის მიხედვით მაშველები ყურადღებას მიაქცევენ, რომ დისტანცია პლაჟზე არ დაირღვეს.

 20 მიზეზი რატომ უნდა მიატოვო ...

გასულ წელს ესპანეთი მოინახულა 84-მა მილიონმა ტურისტმა, მათ 92 მილიარდი ევრო დახარჯეს. წელს ვარაუდობენ, რომ ესპანეთის სანაპიროების ნახვას მხოლოდ ადგილობრივები შეძლებენ.

ექსპერტები ამტკიცებენ, რომ კორონავირუსის გავრცელების ტემპის შესამცირებლად უმჯობესია, რომ სანაპიროებზე რაც შეიძლება ნაკლები დამსვენებელი შეიკრიბოს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები