LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ეშმაკთან წასულა ყველა, ვინც ასე ფიქრობს“: რას ელოდნენ და რა მიიღეს უკრაინელებმა – ერთი თვე სააკაშვილის რეფორმატორობიდან

864
სააკა22

თითქმის ერთი თვე გავიდა მას შემდეგ, რაც უკრაინის პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილი ეროვნული რეფორმული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარედ დანიშნა.

უკრაინელი ხალხი მისგან ბევრს ელის და იმედი აქვს, რომ ქვეყნის ბედის სასიკეთოდ შეცვლას მოახერხებს.

7 მაისის შემდეგ სააკაშვილს უამრავი სატელევიზიო ინტერვიუ თუ ლაივი ჰქონდა, სადაც მოსახლეობის განწყობის ამოკითხვა კარგად შეიძლება.

2 ივნისს უკრაინის მთავარმა რეფორმატორმა ბიზნესმენებთან ონლაინ შეხვედრა გამართა.

ბიზნესმენებთან შეხვედრას უკრაინული YouTube არხი in time Ukraine აშუქებდა.

კითხვაზე – როდის ნახავენ უკრაინელები რეფორმის სფეროში მისი მოღვაწეობის კონკრეტულ შედეგებს: მთავარმა რეფორმატორმა კითხვით უპასუხა, რას ნიშნავს კონკრეტული საქმეები?

სააკაშვილმა ყველა ოპონენტი ეშმაკთან გაუშვა.

„საერთოდ რას ნიშნავს კონკრეტული საქმეები? აი, მოვიდა სააკაშვილი და ყველა იმედგაცრუებული დატოვა… ეშმაკთან წასულა ყველა, ვინც ასე ფიქრობს. თავად გაანძრიეთ ხელი და აკეთეთ საქმე. ყველაფერი თქვენს ხელშია. როდემდე ვუსმინო – ჩვენ მისი იმედი გვქონდა და გაგვიცრუა? იქნებ თავად იაქტიუროთ?“ – განაცხადა სააკაშვილმა.

გადაცემის კომენტარებში კი ვკითხულობთ:

„ეს არის შოუ ტურისტ კარლსონის“;

„სააკაშვილის ყურება ყოველთვის სახალისოა, განწყობას ამაღლებს“;

„ამბობენ, რომ ის უბრალოდ ბარიგაა“;

„მისი დიდი იმედი გვაქვს, იმედია, მალე მოახერხებს და შეცვლის უკრაინის ბედს უკეთესობისკენ“;

„ვუყურებ და მხოლოდ ერთი შთაბეჭდილება მრჩება, ის არ დაუნიშნავთ რეფორმების გატარებისთვის, უბრალოდ კრიმინალი დასაქმეს“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები