LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ესენი არიან მოსამართლეები მონური მორჩილებით – ოპოზიცია და უმრავლესობა მოსამართლეთა სიაზე

146
გასაუბრება

ოპოზიცია და უმრავლესობა მოსამართლეობის კანდიდატების სიას აფასებს.

‘ნაციონალური მოძრაობის’ ერთ-ერთი ლიდერი ზაალ უდუმაშვილი ამბობს, რომ სიაში ზუტად ისინი არიან, ვინც მურუსიზე-ჩინჩალაძის კლანში მოიაზრება.

ესენი არიან მოსამართლეები, რომლებიც მონური მორჩილებით მიიღებენ იმ გადაწყვეტილებებს, რომელიც სურს ამ ხელისუფლებას. “, – განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.

პარლამენტში და პარლამენტს გარეთ პროტესტს აანონსებს გიგა ბოკერია. “ივანიშვილის ერთადერთი ამოცანაა, გაამყაროს კონტროლი უზენაეს სასამართლოზე იმ კლანის მეშვეობით, რომელიც არის კორუმპირებული კლანი, რომელიც მას ემორჩილება, რომელსაც კონტრაქტი აქვს მასთან და სხვა მასთან დაკავშირებული პირები, როგორიც არის მოქმედი გენერალური პროკურორი და ასე შემდეგ.დამოუკიდებლობით ცნობილი მოსამართლეები სიმბოლურადაც კი არ მოახვედრეს სიაში”, – აცხადებს ბოკერია.

რაც შეეხება უმრავლესობის პოზიციას, აქ ამბობენ, რომ გადაწყვეტილება ჯერ საბოლოოდ მიღებული არ არის.

ანრი ოხანაშვილი ამბობს, რომ მოსამართლეობის კანდიდატებს იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე მოუსმენენ და გადაწყვეტილებასაც მხოლოდ ამის შემდეგ მიიღებენ.

“მათთან გასაუბრება წარიმართა უპრეცედენტოდ გამჭვირვალედ. ყველას ჰქონდა შესაძლებლობა, თვალყური ედევნებინა ამ პროცესისთვის. ჩვენ შეგვიძლია, ამ პროცესს ვუწოდოთ საზოგადოებრივი პროცესი“, – განაცხადა ოხანაშვილმა.

იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ პარლამენტში წარსადგენად უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის 20 კანდიდატი შეარჩია.

აღნიშნული კანდიდატები არიან:  თამარ ალანია; მერაბ გაბინაშვილი; შოთა გეწაძე; მირანდა ერემაძე; მამუკა ვასაძე; მაია ვაჩაძე; თამარ ზამბახიძე; შალვა თადუმაძე; ზაზა თავაძე; ვლადიმერ კაკაბაძე;  ლევან მიქაბერიძე; გიორგი მიქაუტაძე; პაატა სილაგაძე;  ნუგზარ სხირტლაძე; ლალი ფაფიაშვილი; ნინო ქადაგიძე; ლაშა ქოჩიაშვილი; ქეთევან ცინცაძე; ალექსანდრე წულაძე და გოჩა ჯეირანაშვილი.

 

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები