LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ეს წელი გაცილებით რთული იქნება ვიდრე 2020, მოსახლეობის მსყიდველუნარიანობა ვარდება – ბიზნესი

89
ivachkoniaformula19-1

საქართველოს დისტრიბუტორთა ბიზნეს ასოციაციის თავმჯდომარე ივა ჭყონია ფიქრობს, რომ მიმდინარე წელი გაცილებით რთული იქნება, ვიდრე 2020 წელი იყო. აღნიშნულ საკითხზე მან „პალიტრანიუსის“ ეთერში ისაუბრა.

როგორც ჭყონია ამბობს, მოსახლეობის მსყიდველუნარიანობა წლიდან წლამდე ვარდება. რიგ კომპანიებში რეალიზაციაც წლიდან წლამდე იკლებს და ოპერირების გაგრძელება განსაკუთრებით პოსტპანდემიურ პერიოდში ძალიან რთულდება.

„ვფიქრობ, ეს წელი გაცილებით რთული იქნება, ვიდრე 2020. საუბარი იმაზე, რომ ქვეყანაში ეკონომიკა სწრაფად აღდგება და ნორმალური ვითარება შეიქმნება, არის აბსურდი. გასულ წელს კიდევ რაღაც ნარჩენი იყო რესურსის და ამ თანხების ხარჯვა ხდებოდა, მაგრამ დღევანდელი ვითარება განსხვავებულია და ბევრია სამუშაო. თუ გამოსავალზე ვფიქრობთ, არაერთხელ მითქვამს, რომ ბიუროკრატიული ხარჯების შემცირება არის პირველი გამოსავალი,“-აღნიშნა ივა ჭყონიამ „პალიტრანიუსის“ ეთერში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები